ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის თანამდებობას ალან ბერსე დაიკავებს. ამის შესახებ განცხადებას ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა ავრცელებს.
„ვულოცავთ ალენ ბერსეს, რომელიც ახლახან ევროპის საბჭოს გენერალურ მდივნად ხუთი წლის ვადით აირჩიეს“, – განაცხადა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ.
ბერსე მოვალეობის შესრულებას 18 სექტემბრიდან შეუდგება.
