„იმედია, თქვენი ხელმძღვანელობა იქნება წარმატებული მათთვის, ვინც მოუთმენლად ველით გაფართოებულ ალიანსს” – პრეზიდენტი

ვიმედოვნებთ, თქვენი ხელმძღვანელობა იქნება წარმატებული ახალი და მჭიდრო კავშირების დამყარების მათთვის, ვინც მოუთმენლად ველით გაფართოებულ ალიანსს, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი სოციალურ ქსელ X-ზე წერს.
„ვულოცავ მარკ რუტეს ნატოს გენერალურ მდივნად არჩევას. ამ გადამწყვეტ და რთულ დროს, თქვენი როლი არსებითი იქნება გრძელვადიანი მშვიდობის აღდგენის პროცესში დემოკრატიისა და თავისუფლების შესანარჩუნებლად.
ვიმედოვნებთ, რომ თქვენი ხელმძღვანელობა იქნება წარმატებული ახალი და მჭიდრო კავშირების დამყარებაში მათთვის, ვინც მოუთმენლად ველით გაფართოებულ ალიანსს.
მადლობა იენს სტოლტენბერგს სამაგალითო სამსახურისა და თავდადებისთვის!“, – წერს სალომე ზურაბიშვილი.