პარლამენტში ე.წ. ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ მომზადებული საკანონმდებლო პაკეტის განხილვა მიმდინარეობს

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ე.წ. ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ მომზადებული საკანონმდებლო პაკეტის პირველი მოსმენით განხილვა მიმდინარეობს.
პროექტს დეპუტატებს პარლამენტის თავმჯდომარე და კონსტიტუციური ცვლილების საყოველთაო სახალხო განხილვის კომისიის თავმჯდომარე წარუდგენს. საკანონმდებლო პაკეტი 19 კანონპროექტისგან შედგება. მათგან ძირითადია პროექტი სახელწოდებით – „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანის დაცვის შესახებ“, დანარჩენი 18 კი, მისგან გამომდინარე პროექტი.