ჯორჯიან მანგანეზის განცხადება

ბოლო რამდენიმე დღეა კომპანია ჯორჯიან მანგანეზის შესახებ ბრალდების შემცველი განცხადებები ვრცელდება. კერძოდ, თითქოს სოფელი ზოდის საინიციატივო ჯგუფის წევრებზე ძალადობა კომპანიის ორგანიზებულია.
ჯორჯიან მანგანეზი კატეგორიულად უარყოფს მიზანმიმართულად გავრცელებულ ცრუ ინფორმაციას და ემიჯნება ძალადობას.
როგორც ჯორჯიან მანგანეზისთვის ცნობილია, საქმეზე უკვე დაწყებულია გამოძიება და მზად არის ითანამშრომლოს შესაბამის უწყებასთან, შემდეგ კი გაასაჯაროოს გამოძიების შედეგები და მოითხოვოს ცილისმწამლებური ინფორმაციის უარყოფა.

ასევე დაგაინტერესებთ

მარიამ ქვრივიშვილი: საქართველოს ხელისუფლებამ, პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით, პარტია „ქართულმა ოცნებამ,“ მისმა პოლიტიკურმა გუნდმა და ხელმძღვანელობამ ძალიან რთულ დროში მოახერხა და გამოიმუშავა საქართველოს განვითარების ფორმულა