არანაირი ფუნდამენტური ცვლილებების იმედი არ გვაქვს, მაგრამ ფორმალურად მონაწილეობის საკითხს მაინც განვიხილავთ სხვა ოპოზიციურ პარტიებთან – თინა ბოკუჩავა

პარლამენტის ფრაქციის “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – ძალა ერთობაშია” თავმჯდომარე, თინათინ ბოკუჩავა ამბობს, რომ, რეკომენდაციების შესრულებასთან დაკავშირებით, სამუშაო პროცესში ფორმალურად მონაწილეობის საკითხს განიხილავენ.
“მიუხედავად იმისა, რომ არ გვაქვს არანაირი ფუნდამენტური ცვლილებების იმედი, ფორმალურად მონაწილეობის საკითხს მაინც განვიხილავთ სხვა ოპოზიციურ პარტიებთან. მათ შორის იმისთვის, რომ ჩვენმა ევროპელმა პარტნიორებმა დაინახონ, რომ ოპოზიცია ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ 9 დათქმა შესრულდეს,” – ამბობს თინა ბოკუჩავა.
საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის “რეფორმების ჯგუფი” წევრი, თეონა აქუბარდია აცხადებს, რომ “ქართული ოცნება” ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ 9 რეკომენდაცია სრულფასოვნად არ შესრულდეს.
“ეს იქნება პროცესი, რომელშიც კიდევ ერთხელ გამოჩნდება ის, რომ “ქართული ოცნება” ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ 9 რეკომენდაცია სრულფასოვნად არ იყოს შესრულებული. მით უფრო, როდესაც საარჩევნო წელი მოდის და, რა თქმა უნდა, ძალაუფლება მათთვის უფრო პრიორიტეტულია, ვიდრე – ქვეყნის ევროპული მომავალი,” – აცხადებს თეონა აქუბარდია.

ასევე დაგაინტერესებთ

ქართული რევოლუციების ერთ-ერთი სპონსორის, ჯონ მაკკეინის ინსტიტუტის გლობალური დემოკრატიის პროგრამების უფროსმა დირექტორმა, ლორა თორნტონმა, არჩევნების წინ შეფასება და რევოლუციური სცენარი უკვე მოამზადა

წინასაარჩევნოდ გაბრაზებული პარტნიორის, ამერიკის შესაძლო გადაწყვეტილება ბიძინა ივანიშვილის დასანქცირებასთან დაკავშირებით აღიქმება, როგორც “ქართული ოცნების” ღია შანტაჟი, რომელიც დაისჯება, რადგან ის ამერიკის პოლიტიკურ თამაშის წესებს არ აჰყვა