მგონია, რომ ოპოზიციის მხრიდან საბოტაჟის რეჟიმი არ მოიხსნება, მაგრამ მაინც იმედი გამოვთქვათ, რომ ყველა მიღებს მონაწილეობას და პროცესი მაინც გაგრძელდება და განვითარდება – გია ვოლსკი

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, გიორგი ვოლსკი იმედოვნებს, რომ ევროკომისიის მიერ შემოთავაზებული რეკომენდაციების შესრულების პროცესში ოპოზიცია მონაწილეობას მიიღებს.
“მაინც მგონია, რომ ოპოზიციის მხრიდან საბოტაჟის რეჟიმი არ მოიხსნება, მუშაობაში ჩართვა იმას გულისხმობს, რომ არგუმენტი და შენი ხედვა უნდა წარმოადგინო და გაამჟღავნო ის, საერთოდ გინდა თუ არა, რომ საქართველო ამ ევროპულ გზაზე იდგეს და პოზიციებს იძლიერებდეს ამ ფორმატში. ეს პოლიტიკური სპეკულაციებისთვის ძალიან რთული იქნება, ვისაც ეს სპეკულაციები აქვს არჩეული მთავარ სტრატეგიულ გეგმად, თუმცა, მაინც, ეს ჩემი პირადი აზრია, მაგრამ მაინც იმედი გამოვთქვათ, რომ ყველა მიღებს მონაწილეობას და რაც არ უნდა მწვავე კამათი იყოს, მაინც გაგრძელდება და განვითარდება პროცესი,“ – აცხადებს .

ასევე დაგაინტერესებთ

ქართული რევოლუციების ერთ-ერთი სპონსორის, ჯონ მაკკეინის ინსტიტუტის გლობალური დემოკრატიის პროგრამების უფროსმა დირექტორმა, ლორა თორნტონმა, არჩევნების წინ შეფასება და რევოლუციური სცენარი უკვე მოამზადა

წინასაარჩევნოდ გაბრაზებული პარტნიორის, ამერიკის შესაძლო გადაწყვეტილება ბიძინა ივანიშვილის დასანქცირებასთან დაკავშირებით აღიქმება, როგორც “ქართული ოცნების” ღია შანტაჟი, რომელიც დაისჯება, რადგან ის ამერიკის პოლიტიკურ თამაშის წესებს არ აჰყვა