რას მოიცავს ევროინტეგრაციის კომისიის მიერ მიღებული სამოქმედო გეგმა – ილია დარჩიაშვილის განმარტება

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, ილია დარჩიაშვილი აცხადებს, რომ რეკომენდაციების შესრულების სამოქმედო გეგმაში მითითებულია კონკრეტული თარიღები და პერიოდები, რა პერიოდებშიც ხელისუფლება კონკრეტულ ნაბიჯებს გადადგამს.
მისივე თქმით, მმართველი გუნდი გამოხატავს მზაობას, აქტიურად ითანამშრომლოს ყველა დაინტერესებულ მხარესთან.
“ევროინტეგრაციის კომისიას ხელმძღვანელობს საქართველოს პრემიერ-მინისტრი და მიიღო კომისიამ სამოქმედო გეგმა კონკრეტულ რეკომენდაციებთან მიმართებაში, რომელიც გაიცა ევროკომისიის მხრიდან. ეს არის დოკუმენტი, რომელშიც მითითებულია კონკრეტული თარიღები და პერიოდები, რომელ დროსაც ჩვენ გადავდგამთ კონკრეტულ ნაბიჯებს.
ერთ-ერთი სულისკვეთება ამ დოკუმენტის არის, რომ ხელისუფლება, მმართველი გუნდი, გამოხატავს მზაობას, აქტიურად ითანამშრომლოს ყველა დაინტერესებულ მხარესთან, შეიქმნება შესაბამისი პლატფორმები, იმისთვის, რომ შეჯერდეს პოზიციები ჩვენი ქვეყნის სხვადასხვა რეფორმასთან მიმართებაში სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფის და ამ პლატფორმებში მუშაობის შედეგად განხორციელდეს რეფორმები, რათა მაქსიმალურად იყოს ინკლუზიურობა დაცული”, – ამბობს ილია დარჩიაშვილი.
მინისტრმა ასევე მოუწოდა ოპოზიციას, ჩაერთოს სამუშაო ჯგუფებში, რათა ერთობლივი ძალებით შესრულდეს რეკომენდაციები.
“კითხვები კი არ უნდა დასვას ოპოზიციამ, უნდა მიიღოს შემოთავაზება, რომელიც არაერთხელ გაკეთებულა მმართველი გუნდის მხრიდან, მიიღონ მონაწილეობა სამუშაო რეჟიმში, საპარლამენტო სივრცეში.
ზოგადად, ჩვენი ოპონენტები არაფერს აკეთებენ, რომ საქართველომ წარმატებით განაგრძოს ევროინტეგრაცია. მოვუწოდებ მათ, დადგნენ ვიწრო პოლიტიკურ დღის წესრიგზე მაღლა და მიიღონ მონაწილეობა ამ ქვეყნის ევროპული მომავლის მშენებლობაში.
ჩვენ, რა თქმა უნდა, გვეჩქარება, რაც მალე გახდება ჩვენი ქვეყანა ევროკავშირის ოჯახის სრულფასოვანი წევრი, შესაბამისად, ჩვენი დღის წესრიგია, რომ მაქსიმალურად შესაძლებლობების ფარგლებში გავატაროთ ყველა ის რეფორმა, რომელიც გვაქვს დღის წესრიგში,” – აცხადებს ილია დარჩიაშვილი.

ასევე დაგაინტერესებთ

ქართული რევოლუციების ერთ-ერთი სპონსორის, ჯონ მაკკეინის ინსტიტუტის გლობალური დემოკრატიის პროგრამების უფროსმა დირექტორმა, ლორა თორნტონმა, არჩევნების წინ შეფასება და რევოლუციური სცენარი უკვე მოამზადა

წინასაარჩევნოდ გაბრაზებული პარტნიორის, ამერიკის შესაძლო გადაწყვეტილება ბიძინა ივანიშვილის დასანქცირებასთან დაკავშირებით აღიქმება, როგორც “ქართული ოცნების” ღია შანტაჟი, რომელიც დაისჯება, რადგან ის ამერიკის პოლიტიკურ თამაშის წესებს არ აჰყვა