“ეს ამოსუნთქვის საშუალებას მისცემს ღაზის მოსახლეობას” – სტოლტენბერგი ისრაელსა და “ჰამასს” შორის ცეცხლის შეწყვეტის გახანგრძლივების მოწოდებით გამოდის

NATO-ს გენერალური მდივანი ისრაელსა და “ჰამასს” შორის ცეცხლის შეწყვეტის გახანგრძლივების მოწოდებით გამოვიდა. იენს სტოლტენბერგის განცხადებით, ეს ხელს შეუწყობს მეტი მძევლის გათავისუფლებასა და დახმარებას ღაზის მოსახლეობისთვის.
“მოვუწოდებ მხარეებს ცეცხლი შეწყვეტის შეთანხმების გახანგრძლივებისკენ. ეს ამოსუნთქვის საშუალებას მისცემს ღაზის მოსახლეობას და, ასევე, ხელს შეუწყობს მძევლების გათავისუფლებას,” – განაცხადა სტოლტენბერგმა.
განცხადება გააკეთა ჯოზეფ ბორელმაც. მისი თქმით, არაფერს შეუძლია გაამართლოს “ჰამასის” დისკრიმინაციული სისასტიკე, რომელიც 7 ოქტომბერს ვიხილეთ, მაგრამ ერთი საშინელება ვერ გაამართლებს მეორე საშინელებას. ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ისრაელსა და ღაზას შორის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების გახანგრძლივებას უჭერს მხარს.

ასევე დაგაინტერესებთ

ქართული რევოლუციების ერთ-ერთი სპონსორის, ჯონ მაკკეინის ინსტიტუტის გლობალური დემოკრატიის პროგრამების უფროსმა დირექტორმა, ლორა თორნტონმა, არჩევნების წინ შეფასება და რევოლუციური სცენარი უკვე მოამზადა

წინასაარჩევნოდ გაბრაზებული პარტნიორის, ამერიკის შესაძლო გადაწყვეტილება ბიძინა ივანიშვილის დასანქცირებასთან დაკავშირებით აღიქმება, როგორც “ქართული ოცნების” ღია შანტაჟი, რომელიც დაისჯება, რადგან ის ამერიკის პოლიტიკურ თამაშის წესებს არ აჰყვა