ხვიჩა კვარაცხელია – რონალდუს მაისური გამოვართვი – რაც შეეხება ესპანეთს, იოლი მეტოქე ევროპის ჩემპიონატზე არ არსებობს, ჩვენ მოსაგებად გავალთ

თამაშის წინ რონალდუ მოვიდა და გამამხნევა. ძალიან დიდი ფეხბურთელი და ადამიანია, – ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ნაკრების თავდამსხმელმა, მ პორტუგალიასთან გამარჯვების შემდეგ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
ხვიჩა კვარაცხელიას თქმით, მატჩის დასრულების შემდეგ პორტუგალიის ნაკრების კაპიტანს კრიშტიანო რონალდუს „მაისური გამოართვა“.
„რონალდუს მაისური გამოვართვი… თამაშის წინ რონალდო მოვიდა და გამამხნევა. ძალიან დიდი ფეხბურთელი და ადამიანია. ახალგაზრდებისთვის დიდი მოტივაციის მიმცემია. დღეს მეც ძალიან დიდი მუხტი მომცა. სკუდეტო ძალიან დასამახსოვრებელი იყო, მაგრამ სულ სხვა ემოციებია, როცა შენი ქვეყნის სახელით გამოდიხარ. ჩემი ოცნება ერთ დროს ნაკრებში თამაში იყო, დღეს კი ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპი გადავლახეთ”, – განაცხადა ხვიჩა კვარაცხელიამ.
ხვიჩა კვარაცხელიას განმარტებით, პორტუგალიასთან გამარჯვებამ აჩვენა, რომ „არავისზე და არცერთზე ნაკლები არ ვართ. ყველა იმსახურებდა ამ ბედნიერებას, ერთად ძალიან ძლიერები ვართ!“.
„ეს იყო გუნდური გამარჯვება. ჩვენ ყველას პატივს ვცემთ, მაგრამ ყველა მატჩზე მოსაგებად გავდივართ. ახლა ძალიან ბედნიერები ვართ, მაგრამ უკვე ხვალიდან მომდევნო მატჩზე ვიფიქრებთ.
დღეს ისტორიის ახალი ფურცელი დავწერეთ! ყველამ ერთმანეთს შემოვუძახეთ და დავამტკიცეთ, ყველაფერი შეგვიძლია!
ესპანეთის ნაკრებს კარგად ვიცნობთ. დღეს ვნახეთ, რომ ბრძოლა ყველასთან შეიძლება, იოლი მეტოქე კი ევროპის ჩემპიონატზე არ არსებობს. ჩვენ მოსაგებად გავალთ მოედანზე!
დიდი ბედნიერებაა, როცა ქართველი ხალხისთვის წარმატება მოგვაქვს! ციფრი 26 ჩვენთვის განსაკუთრებული და დიდი ციფრია. დიდი მადლობა ქართველ გულშემატკივრებს. წარმომიდგენია, რა ხდება საქართველოში”, – განაცხადა ხვიჩა კვარაცხელიამ.

ასევე დაგაინტერესებთ

ზურაბ ჭიაბერაშვილი – სანქციები შეიძლება გავრცელდეს ქართულ ბანკებზე და საფინანსო ინსტიტუტებზე, თუკი ისინი არ დაიცავენ იმ სანქციებს, რომელსაც აშშ აწესებს – ქართული ბაკების დასანქცირება ეკონომიკას სრულიად ჩამოშლის

თინა ბოკუჩავა – ხელისუფლება, რომელიც წინასაარჩევნოდ ოპოზიციის განადგურებას ჰპირდება ხალხს, მტრის წინაშე ბოდიშის მოხდას მოითხოვს და ოპოზიციას, მათ შორის ქალებს ფიზიკურად უსწორდება, უკვე დამარცხებულია