გიორგი მიქაუტაძე – არ გავჩერდებით, ესპანეთთან მატჩისას ყველაფერს გავაკეთებთ, რომ მოვიგოთ

ესპანეთთან მატჩისას ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ჩვენი გულშემატკივარი გავახაროთ, – ამის შესახებ ეროვნული ნაკრების ფეხბურთელმა გიორგი მიქაუტაძემ განაცხადა.
როგორც ქართველმა ბომბარდირმა აღნიშნა, გუნდი გაჩერებას არ აპირებს და გამარჯვებისთვის ყველაფერს გააკეთებს.
„ამ ყველაფერს ვერ წარმოვიდგენდი, მაგრამ ძალიან მინდოდა. მადლიერი ვარ, რომ საქართველომ გაიმარჯვა და გავედით მერვედფინალში. ძალიან დიდი მადლობა მინდა გულშემატკივარს გადავუხადო, ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ჩვენი ქომაგები გავახაროთ. არ გავჩერდებით, ესპანეთთან მატჩისას ყველაფერს გავაკეთებთ, რომ მოვიგოთ“, – განაცხადა გიორგი მიქაუტაძემ.
საქართველომ პორტუგალია 2-0 დაამარცხა და მერვედფინალის საგზური მოიპოვა. უმნიშვნელოვანესი მატჩის დაწყებისთანავე პირველი გოლი მ გაიტანა, ხოლო გიორგი მიქაუტაძემ მეორე ტაიმის დროს საქართველოს ნაკრების ანგარიშს კიდევ ერთი ქულა მოუტანა.
ევროპის ჩემპიონატზე პირველი მატჩი საქართველოს ნაკრებმა 18 ივნისს, თურქეთთან გამართა და 1:3 დამარცხდა, ხოლო 22 ივნისს გამართულ მეორე მატჩში ჩეხეთის ნაკრებთან შეხვედრა ფრედ, 1:1 დაასრულა, ორივე თამი გოლის ავტორი გიორგი მიქაუტაძე იყო, რომელიც ზუსტი დარტყმების წყალობით ბომბარდირი გახდა.

ასევე დაგაინტერესებთ

ზურაბ ჭიაბერაშვილი – სანქციები შეიძლება გავრცელდეს ქართულ ბანკებზე და საფინანსო ინსტიტუტებზე, თუკი ისინი არ დაიცავენ იმ სანქციებს, რომელსაც აშშ აწესებს – ქართული ბაკების დასანქცირება ეკონომიკას სრულიად ჩამოშლის

თინა ბოკუჩავა – ხელისუფლება, რომელიც წინასაარჩევნოდ ოპოზიციის განადგურებას ჰპირდება ხალხს, მტრის წინაშე ბოდიშის მოხდას მოითხოვს და ოპოზიციას, მათ შორის ქალებს ფიზიკურად უსწორდება, უკვე დამარცხებულია