გაარკვიეს, რომ ნიკა მელია ირიცხება, მაგრამ პარტიაში ირიცხება თუ პარტიიდან, ჯერ ვერ გაარკვიეს – როგორც ჩანს, მელია ჯერ კიდევ რჩება ხაბეიშვილის თავის ტკივილად და ხაბეიშვილ-მელიას გულისტკივილად – არჩილ თალაკვაძე

პარლამენტის ვიცე-სპიკერის, არჩილ თალაკვაძის განცხადებით, ბოლო დღეებში განვითარებული მოვლენები ცხადყოფს, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ დაშლის ფაზაშია.
“გაარკვიეს, რომ ნიკა მელია ირიცხება, მაგრამ პარტიაში ირიცხება თუ პარტიიდან ირიცხება, ჯერ ვერ გაარკვიეს. როგორც ჩანს, ნიკა მელია ჯერ კიდევ რჩება ლევან ხაბეიშვილის თავის ტკივილად და ლევან ხაბეიშვილი რჩება ნიკა მელიას გულისტკივილად. ეს არის „ნაციონალური მოძრაობის“ სტატუს-კვო, რომელიც დაშლის ბოლო ფაზაშია, რომელიც 2024 წლის არჩევნებს უკიდურესად მოუმზადებელი, დაშლილი და დასუსტებული ხვდება. ეს არის ლოგიკური შედეგი, რომელსაც იმსახურებს „ნაციონალური მოძრაობა“. რაც დათესეს, იმას იმკიან“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

საქართველოსთვის არ არსებობს ომში მხარე, ტენდენცია, მიკერძოება. მხოლოდ საკუთარი ეროვნული ინტერესი – მშვიდობით გავიაროთ ეს რთული და გარდამავალი პროცესი. არანაირი ვიზა, გრანტი და ბედნიერი მომავლის ილუზია გახდება მშვიდობის ალტერნატივა

დღეს, საქართველოს ომში ჩართვის მცდელობაზე წარსულში ვერ ვისაუბრებთ, რადგან დასავლეთის მხრიდან საქართველოს ომში ჩართვის საფრთხე კვლავ რეალური და მზარდია, რასაც მათ მიერ გადადგმული ნაბიჯები და განცხადებები ადასტურებს