პრეზიდენტი: ვულოცავ საქართველოს – არა მხოლოდ ვიგებთ, შევდივართ ევროპაში

გილოცავთ ყველას! ვულოცავ საქართველოს. არა მხოლოდ ვიგებთ, შევდივართ ევროპაში, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი,  სოციალურ ქსელში წერს.

„ეს იმას ნიშნავს, რომ სადაც რწმენა, მიზანდასახულება, დაუზოგავი თავგანწირვა და გამარჯვების ჟინია, იქ გამარჯვებაცაა! გილოცავთ ყველას! ვულოცავ საქართველოს … არა მხოლოდ ვიგებთ, შევდივართ ევროპაში… შემართებით!“, – წერს სალომე ზურაბიშვილი.

ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის მესამე მატჩში საქართველომ ისტორიული გამარჯვება მოიპოვა, პორტუგალიის ნაკრები 2:0 დაამარცხა და მერვედფინალში გავიდა. მატჩის პირველი გოლი შეხვედრის დაწყებიდან მეორე წუთზე მ გაიტანა, ხოლო მეორე გოლი, მეორე ტაიმში, პენალტით გიორგი მიქაუტაძემ გაიტანა.

30 ივნისს, მერვედფინალში საქართველო ესპანეთს დაუპირისპირდება.

როგორც ცნობილია, ევროპის ჩემპიონატზე პირველი მატჩი საქართველოს ნაკრებმა 18 ივნისს, თურქეთთან გამართა და 1:3 დამარცხდა, ხოლო 22 ივნისს გამართულ მეორე მატჩში ჩეხეთის ნაკრებთან შეხვედრა ფრედ, 1:1 დაასრულა, შესაბამისად, ევროპის ჩემპიონატზე პირველი ქულა მოიპოვა.

ასევე დაგაინტერესებთ

ზურაბ ჭიაბერაშვილი – „ქართულმა ოცნებამ“ საფრთხის ქვეშ დააყენა ევროკავშირთან ქართველი ხალხის მთავარი მონაპოვარი – უვიზო მიმოსვლა, ამიტომ 26 ოქტომბერს ეს ანტიქართული, პოლიტიკური ძალა უნდა დავამარცხოთ