ავსტრიული ტელე-რადიო კომპანიის, ORF-ს მოსკოვის ბიუროს ხელმძღვანელს რუსეთიდან გააძევებენ

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ აკრედიტაცია გაუუქმა ავსტრიის სახელმწიფო ტელე-რადიო კომპანიის, ORF-ს მთავარ კორესპონდენტს, კაროლ შნაიდერს. მან უახლოეს მომავალში უნდა დატოვოს .
ამ ნაბიჯს უწყებამ უწოდა პასუხი ვენაში ТАСС-ის ბიუროს ხელმძღვანელისთვის, არინა დავიდიანისთვის აკრედიტაციის გაუქმებაზე. 24 ივნისს ავსტრიის ხელისუფლებამ მას სთხოვა, დაეტოვებინა აკრედიტაციის მოწმობა და უახლოესი ორი კვირის განმავლობაში დაეტოვებინა ქვეყანა.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ მან შეიძლება აღუდგინოს აკრედიტაცია კაროლ შნაიდერს იმ შემთხვევაში, თუ ავსტრიის ხელმძღვანელობა შეცვლის თავის გადაწყვეტილებას დავიდიანის მიმართ.
ადრე რუსეთმა აკრედიტაცია გაუუქმა ORF-ს ჟურნალისტს, მარია კინპს-ვიტინგს – ТАСС-ის კორესპონდენტის, ივან პოპოვის მიმართ ვენის ანალოგიური მოქმედების საპასუხოდ. მარტში, ავსტრიულმა ყოველკვირეულმა გამოცემამ, Falter-მა დაწერა, რომ ТАСС-ამოფარებული, სააგენტოს შტატში, ავსტრიაში, შესაძლოა, რუსეთის სპეცსამსახურების თანამშრომლები იყვნენ ჯაშუშობით დაკავებული.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე ანტიკორუფციულ ბიუროს მოუწოდებს, „საერთაშორისო გამჭვირვალობასა” და “გაცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე ორგანიზაციად აღიარებულ სხვა სუბიექტებთან” დაკავშირებული გადაწყვეტილება შეცვალოს