სალომე ზურაბიშვილი საქართველო-პორტუგალიის მატჩს დაესწრება

საქართველოს პრეზიდენტი გერმანიაში, ქალაქ გელზენკირხენში საქართველო-პორტუგალიის მატჩს დაესწრება.
ამის შესახებ ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.
„საქართველოს პრეზიდენტი დღეს გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ქალაქ გელზენკირხენში ევროპის ჩემპიონატზე საქართველო – პორტუგალიის მატჩს დაესწრება და ეროვნულ ნაკრებს უგულშემატკივრებს“, – ნათქვამია პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებაში.

ასევე დაგაინტერესებთ