ჟოზეპ ბორელს ღაზაში ცეცხლის „ხანგრძლივად” შეწყვეტა სურს

ევროკავშირის საგარეო-პოლიტიკური ხელმძღვანელი ჟოზეპ ბორელი ღაზის სექტორში მოქმედი დროებითი ზავის გაგრძელების მოწოდებით გამოვიდა.
ღაზის სექტორში ისრაელსა და „ჰამასს“ (-ში და ევროკავშირში ტერორისტულ ორგანიზაციად მიჩნეული დაჯგუფება) შორის მიმდინარე ომის პირობებში მიღწეულ იქნა შეთანხმება, რომლის თანახმად, ცეცხლის შეწყვეტის ვადა 28 ნოემბერს სრულდება. ოთხდღიანი ზავის პერიოდში მიმდინარეობს “ჰამასის” მძევლების და ისრაელის საპატიმროში მყოფი პალესტინელების გაცვლა, ასევე რეგიონში შედის ჰუმანიტარული დახმარება.
ბორელის თქმით, „პაუზა უნდა გაგრძელდეს, რათა ის მდგრადი და ხანგრძლივი გახდეს და ამავე დროს მოხერხდეს პოლიტიკურ მოგვარებაზე მუშაობა”. ეს განცხადება მან გააკეთა ბარსელონაში, სადაც იმართება ხმელთაშუა ზღვის კავშირის შეკრება.
ხმელთაშუა ზღვის კავშირი, რომელიც 2008 წელს შეიქმნა, აერთიანებს 43 ქვეყანას, რომელთა შორის არიან ევროკავშირის ყველა წევრი და ხმელთაშუა ზღვისპირა 16 სახელმწიფო.

ასევე დაგაინტერესებთ

ვატო სურგულაძე: ნებისმიერი ქვეყანა ფასდება იმის მიხედვით, თუ როგორ ეპყრობა და რა დამოკიდებულება აქვს ბავშვების მიმართ, პენსიონერების მიმართ და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანების მიმართ, იმ ადამიანების მიმართ, რომლებსაც სასიცოცხლოდ სჭირდებათ წამალი