Webster University Georgia აბიტურიენტებს პირველ პრიორიტეტად არჩევის შემთხვევაში 1 400 $ გრანტს სთავაზობს

Webster University Georgia ახალი სასწავლო წლისთვის განახლებული სასწავლო პროგრამებითა და კურიკულუმებით ემზადება და ამავდროულად, აბიტურიენტებს პირველ პრიორიტეტად არჩევის შემთხვევაში 1 400$ ოდენობის გრანტს სთავაზობს.
გრანტის მიღება უნივერსიტეტის ყველა საბაკალავრო პროგრამაზეა შესაძლებელი. ეს ეხება პირველ სასწავლო წელს, თუმცა მაღალი GPA-ს ქონის შემთხვევაში, სტუდენტებს გრანტის შემდგომ აკადემიურ წლებში შენარჩუნების შესაძლებლობაც აქვთ.
პარალელურად, Webster University Georgia-ს სტუდენტებისთვის სახელმწიფო გრანტიც მოქმედებს. სწავლის ღირებულებას გამოაკლდება როგორც თავად უნივერსიტეტის შიდა გრანტი , ისე სტუდენტის მიერ მოპოვებული სახელმწიფო გრანტის შესაბამისი თანხის ოდენობაც.
რაც შეეხება Webster University Georgia-ს სამაგისტრო პროგრამებზე ჩაბარების მსურველებს, მათ საგამოცდო ქულის, აკადემიური მოსწრების და სხვა მიღწევების გათვალისწინებით ინდივიდუალურად 1000$-დან 1400$-მდე გრანტის მიღების შესაძლებლობა აქვთ.
Webster University Georgia-ში ახალი სასწავლო წლიდან შემდეგი საბაკალავრო პროგრამები განხორციელდება:
· ბიზნესის ადმინისტრირება;
· საერთაშორისო ურთიერთობები;
· ფსიქოლოგიის მეცნიერებები;
· კომპიუტერული მეცნიერებები.
უნივერსიტეტი ასევე ახორციელებს ორ სამაგისტრო პროგრამას. ესენია:
· ბიზნესის ადმინისტრირება;
· საერთაშორისო ურთიერთობები.
თითოეული პროგრამა აკრედიტებული როგორც საქართველოს შესაბამისი ორგანოების მიერ, ისე ამერიკის შეერთებულ შტატებში. პროგრამებს აქვთ HLC (higher learning commission-ის აკრედიტაცია). Webster University 1925 წლიდან ინარჩუნებს ინსტიტუციურ აკრედიტაციას, რომელიც ვრცელდება მსოფლიო მასშტაბით. ეს ნიშნავს, რომ Webster University Georgia-ს სტუდენტები მიიღებენ იმავე ხარისხს, რასაც მიიღებდნენ -ში.
აღსანიშნავია, რომ ბიზნესის მიმართულების პროგრამები ასევე აკრედიტებულია მსოფლიოს ერთ-ერთი უმაღლესი რანგის აკრედიტაციის ორგანის ACCreditation Council for Busines schools and programs (ACBSP)-ის მიერ.
(R)

ასევე დაგაინტერესებთ

სალომე ზურაბიშვილი მარკ რუტეს – თქვენი ხელმძღვანელობა ევროპაში მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველსაყოფად კრიტიკულ მომენტში ხდება – დარწმუნებული ვარ, ქართველი ხალხის მხარდაჭერას გააგრძელებთ

დავით რაქვიაშვილი – თვალსაჩინოა, რომ ივანიშვილი საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნებისთვის აპირებს საქართველო რუსეთს გადაუფორმოს – ეს სცენარი არავითარ შემთხვევაში არ უნდა განხორციელდეს