“ტოპ მაფიოზების” შეხვედრა ათენში 15-მდე პირის მონაწილეობით, მათ შორის, საქართველოდან – მედიის ცნობით, დაკავებულია 3 ადამიანი

ბერძნული მედია ათენში დაგედმილ “ტოპ მაფიოზების” შეხვედრის შესახებ ავრცელებს ინფორმაციას, რომელსაც 15-მდე პირი დაესწროდა – საქართველოდან, უკრაინიდან, დან, მოლდოვიდან და საბერძნეთიდან.
მედიის ცნობით, შეხვედრა სამართალდამცველებმა ჩაშალეს და 3 პირი დააკავეს. დაკავებულები არიან მოლდოვის, უკრაინისა და რუსეთის “წარმომადგენლები”.
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის დეპარტამენტმა “კრიმინალური ავტორიტეტების” დაგეგმილი შეხვედრის შესახებ ინფორმაცია რამდენიმე დღით ადრე მიიღო. ბერძნული პოლიცია ვარაუდობს, რომ იგეგმებოდა „სერიოზული დანაშაული.“
მედიის ცნობით, სამივე დაკავებულს სხვადასხვა ქვეყანაში სისხლის სამართლის დანაშაულები აქვთ ჩადენილი.
გამომძიებლები ახლა ადგენენ, არიან თუ არა დაკავებულები საერთაშორისო კრიმინალური დაჯგუფება “Vor V Zakone”-ს წევრები.
,,მთავარი არხი”

ასევე დაგაინტერესებთ

სალომე ზურაბიშვილი მარკ რუტეს – თქვენი ხელმძღვანელობა ევროპაში მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველსაყოფად კრიტიკულ მომენტში ხდება – დარწმუნებული ვარ, ქართველი ხალხის მხარდაჭერას გააგრძელებთ

დავით რაქვიაშვილი – თვალსაჩინოა, რომ ივანიშვილი საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნებისთვის აპირებს საქართველო რუსეთს გადაუფორმოს – ეს სცენარი არავითარ შემთხვევაში არ უნდა განხორციელდეს