არახამიას განცხადებამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ, საქართველოში მშვიდობის შენარჩუნებასთან დაკავშირებით, “ხალხის ძალის” პოლიტიკა სწორი იყო – გურამ მაჭარაშვილი

დავით არახამიას განცხადება თბილისში პოლიტიკური დისკუსიის თემაა.
პოლიტიკური ჯგუფის ”ხალხის ძალის” წევრი გურამ მაჭარაშვილი აცხადებს, რომ არახამიას ამ განცხადებამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, საქართველოში მშვიდობის შენარჩუნებასთან დაკავშირებით, “ხალხის ძალის” პოლიტიკა სწორი იყო:
“ჩვენ კიდევ ერთხელ დავრწმუნდით იმაში, რომ “ხალხის ძალის” პოლიტიკა იყო და არის სწორი საქართველოში მშვიდობის შენარჩუნებასთან დაკავშირებით, რადგანაც ამ ინტერვიუმ, არესტოვიჩის განცხადებებმა, დაადასტურეს ის, თუ რას გადაურჩა საქართველო და სამწუხაროდ, რას ვერ გადაურჩა . ეს არის ომი, რომლის შემდგომაც უკვე აზრი აღარ აქვს, დააბრალო ვინმეს, რა და როგორ გააკეთა. ამიტომ, ეს განცხადება მნიშვნელოვანია მით უმეტეს საქართველოსთვის, რომელიც უფრო მოწყვლადია რუსეთის ფედერაციის მხრიდან, რომ უნდა იყოს პრაგმატული პოლიტიკა,”- აცხადებს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, პოლიტიკური ჯგუფის ”ხალხის ძალის” წევრი გურამ მაჭარაშვილი.
არახამიას განცხადებით, მოლაპარაკებებზე ომის დასრულების სანაცვლოდ, უკრაინისგან ნეიტრალიტეტის გამოცხადებასა და ნატოში შესვლაზე უარის თქმას ითხოვდა. კითხვაზე, რატომ არ დათანხმდა ამ პუნქტს, არახამიამ თქვა, რომ რუსეთის მიმართ ნდობა არ არსებობდა.
არახამიამ ბორის ჯონსონის კიევში ვიზიტიც გაიხსენა და თქვა, რომ დიდი ბრიტანეთის მაშინდელი პრემიერ-მინისტრის რჩევა იყო, რომ რუსეთის ნდობა არ შეიძლება და ომი უნდა გაგრძელდეს.

ასევე დაგაინტერესებთ

დავით ქართველიშვილი: შეუძლია თუ არა ევროკავშირს რუსეთის ბაზრის ჩანაცვლება სომხეთში, თუ ბრიუსელს ერევანი მხოლოდ მოსკოვის გამაღიზიანებელის როლში აინტერესებს, რადგან თბილისმა და ბაქომ ამას უარით უპასუხეს?!

ბაჩო ოდიშარია: რეჟისორიდან დაწყებული, სპორტსმენით დამთავრებული, ყველას, ვინც თავისი ქვეყნის გულშემატკივარია, აუცილებლად ესაქმება პოლიტიკაში – ვინც ამაზე ქილიკობენ, ალბათ, მათ ყველაზე მეტად ეწყინათ ისეთი სახეების გამოჩენა “ქართული ოცნების” გუნდში, რომელთაც დიდი ამაგი ჰქონდათ ქვეყნის წინაშე და დიდი ავტორიტეტი გააჩნდათ