CNN: აშშ სამხედრო კონტრაქტორების უკრაინაში გაგზავნას განიხილავს

CNN-ის ცნობით, ბაიდენის ადმინისტრაცია სამხედრო კონტრაქტორების ში განლაგებაზე დე ფაქტო აკრძალვის მოხსნისკენ მიდის, რათა უკრაინელებს -ის მიერ მიწოდებული იარაღის სისტემების შენარჩუნებასა და შეკეთებაში დაეხმარონ.
CNN-ის თანახმად, ინფორმაცია ამის შესახებ „საკითხის მცოდნე“ ოთხმა ამერიკელმა ოფიციალურმა პირმა მიაწოდა.
„ეს იქნება კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ცვლილება ბაიდენის ადმინისტრაციის უკრაინის პოლიტიკაში, რადგან აშშ ეძებს გზებს, რათა უკრაინის სამხედროებს ს წინააღმდეგ უპირატესობა მისცეს“, — წერს CNN, თუმცა დასძენს, რომ ახალ პოლიტიკაზე ჯერ კიდევ მუშაობენ ადმინისტრაციის წარმომადგენლები და ჯერ არ მიუღიათ საბოლოო ხელმოწერა პრეზიდენტ სგან.
„ჩვენ არ მიგვიღია არანაირი გადაწყვეტილება და ამაზე ნებისმიერი განხილვა ნაადრევია. პრეზიდენტი აბსოლუტურად მტკიცეა თავის გადაწყვეტილებაში, რომ ის არ გაგზავნის ამერიკულ ჯარს უკრაინაში“, — თქვა ადმინისტრაციის ერთ-ერთმა წარმომადგენელმა.
დამტკიცების შემთხვევაში, ცვლილება სავარაუდოდ წელს ამოქმედდება და პენტაგონს საშუალებას მისცემს, ხელშეკრულებები გაუფორმოს ამერიკულ კომპანიებს უკრაინაში სამუშაოდ, იარაღის სისტემების შეკეთებაში.
CNN წერს, ბოლო ორი წლის განმავლობაში, ბაიდენი დაჟინებით მოითხოვდა, რომ ყველა ამერიკელი და განსაკუთრებით ამერიკული ჯარები შორს ყოფილიყვნენ უკრაინის ფრონტისგან. აქამდე აშშ-ის მიერ მოწოდებული სამხედრო ტექნიკა, რომელიც საბრძოლო მოქმედებებისას დაზიანდებოდა, შესაკეთებლად პოლონეთში, რუმინეთში ან ნატოს სხვა ქვეყნებში უნდა გადაეტანათ, რაც დამატებით დროს საჭიროებდა. ამერიკელი სამხედროები დისტანციურად (ვიდეო ჩატის ან ტელეფონის საშუალებით) ხელმისაწვდომია უკრაინელებისთვის ლოგისტიკის საკითხებში კონსულტაციებისთვის. ახლა განიხილება ამერიკელ კონტრაქტორებს უკრაინაში ყოფნის შეზღუდვა მოეხსნათ და ადგილზე აღმოუჩინონ დახმარება ტექნიკის შეკეთებაში. ოფიციალური პირების თქმით, განსაკუთრებულ რეგულარულ მოვლა-პატრონობას საჭიროებს F-16 გამანადგურებლები, რომელსაც უკრაინა ამ წლის ბოლოს მიიღებს.
საუბარია რამდენიმე ათეულიდან რამდენიმე ასეულ კონტრაქტორზე, რომლებიც უკრაინაში იმუშავებენ.

ასევე დაგაინტერესებთ