სალომე ზურაბიშვილი მარკ რუტეს – ვიმედოვნებთ, რომ თქვენი ხელმძღვანელობა იქნება წარმატებული ახალი და მჭიდრო კავშირების დამყარების მათთვის, ვინც მოუთმენლად ველით გაფართოებულ ალიანსს

საქართველოს პრეზიდენტი, მარკ რუტეს ნატო-ს გენერალურ მდივნად არჩევას ულოცავს. პრეზიდენტი იმედს გამოთქვამს, რომ მარკ რუტეს ხელმძღვანელობა წარმატებული იქნება ახალი და მჭიდრო კავშირების დამყარებისთვის, მათთვის, ვინც მოუთმენლად ელის გაფართოებულ ალიანსს.
„ვულოცავ მარკ რუტეს ნატო-ს გენერალურ მდივნად არჩევას. ამ გადამწყვეტ და რთულ დროს, თქვენი როლი არსებითი იქნება გრძელვადიანი მშვიდობის აღდგენის პროცესში დემოკრატიისა და თავისუფლების შესანარჩუნებლად.
ვიმედოვნებთ, რომ თქვენი ხელმძღვანელობა იქნება წარმატებული ახალი და მჭიდრო კავშირების დამყარების მათთვის, ვინც მოუთმენლად ველით გაფართოებულ ალიანსს.
მადლობა იენს სტოლტენბერგს სამაგალითო სამსახურისა და თავდადებისთვის!“- წერს სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში X.

ასევე დაგაინტერესებთ

მომავალ წელს, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტისთვის საჭირო წყლის ინფრასტრუქტურის მშენებლობისთვის 150 მლნ ლარია გამოყოფილი, თბილისის ახალი აეროპორტის მშენებლობისათვის საჭირო კვლევების დასაფინანსებლად – 20 მლნ ლარი

ლევან სანიკიძე – დაკავებიდან სამი წლის შემდეგ აღარავის ეპარება ეჭვი, რომ მიხეილ სააკაშვილი არა მხოლოდ პოლიტიკური პატიმარი, არამედ ივანიშვილისა და პუტინის პირადი ტყვეა – მისი თავისუფლების გზა ჩვენი ქვეყნის თავისუფლების გზაზე გადის