მიხეილ სააკაშვილი – საქართველოში წესრიგი არის აღსადგენი – სრული არეულობა გამოიწვია იმან, რომ პოლიციამ, პრაქტიკულად, კრიმინალი მიუშვა საკუთარ მოქალაქეებზე, პოლიციას აღარ აქვს ავტორიტეტი

საქართველოში წესრიგი არის აღსადგენი. სრული არეულობა გამოიწვია იმან, რომ პოლიციამ, პრაქტიკულად, კრიმინალი მიუშვა საკუთარ მოქალაქეებზე. პოლიციას აღარ აქვს ავტორიტეტი – ოროსნები არიან ხელისუფლებაში, – ამის შესახებ მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო პროცესზე განაცხადა.
მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო სხდომაზე წარმოადგინა იმ ადამიანთა ფოტოები, რომლებიც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“კანონის მიღების ფარგლებში გამართული საპროტესტო აქციების დროს სცემეს. მისი თქმით, ყველა თავდამსხმელი ცნობილია, თუმცა პასუხისგებაში კი, არავინ მიუციათ.
„უფრო მეტიც, ქვეყანაში სრული არეულობა დაიწყო. ერთი – ორი კვირის წინ, „ვივამედთან“ ხიდზე იპოვეს სასიკვდილოდ ნაცემი ადამიანი იმიტომ, რომ სამარშრუტო ხაზი ვერ გაიყვეს. მანამდე ორი ადამიანი მოკლეს ბანდიტურ გარჩევებში. საქართველოში დასაბრუნებელია წესრიგი. წესრიგი, რა თქმა უნდა, ადამიანის უფლებებზეა დამოკიდებული, კანონის უზენაესობაა და ყოველგვარი ექსცესების გარეშე, მაგრამ წესრიგი არის აღსადგენი. სრული არეულობა გამოიწვია იმან, რომ პოლიციამ, პრაქტიკულად, კრიმინალი მიუშვა საკუთარ მოქალაქეებზე. პოლიციას აღარ აქვს ავტორიტეტი, პოლიციას იყენებენ კრიმინალური საქმეებისთვის და პოლიცია იყენებს კრიმინალებს ამ საქმეების შესასრულებლად. შესაბამისად, ეს კრიმინალური სინდიკატი უნდა დაიშალოს იმიტომ, რომ შეუძლებელია ქვეყანა ასე მაფიოზურად იმართოს“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

მომავალ წელს, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტისთვის საჭირო წყლის ინფრასტრუქტურის მშენებლობისთვის 150 მლნ ლარია გამოყოფილი, თბილისის ახალი აეროპორტის მშენებლობისათვის საჭირო კვლევების დასაფინანსებლად – 20 მლნ ლარი

ლევან სანიკიძე – დაკავებიდან სამი წლის შემდეგ აღარავის ეპარება ეჭვი, რომ მიხეილ სააკაშვილი არა მხოლოდ პოლიტიკური პატიმარი, არამედ ივანიშვილისა და პუტინის პირადი ტყვეა – მისი თავისუფლების გზა ჩვენი ქვეყნის თავისუფლების გზაზე გადის