კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ tkt.ge-სთან პირობითი ვალდებულების ხელშეკრულება გააფორმა

საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ (GCCA), მომხმარებლის სასარგებლოდ, ბილეთების ონლაინ ვაჭრობის სექტორში, შპს „თინეთთან“ (www.tkt.ge) პირობითი ვალდებულების ხელშეკრულება გააფორმა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტო ავრცელებს.
მათი ცნობით, GCCA-სა და მოვაჭრეს შორის გაფორმებული შეთანხმების თანახმად, კანონის სავარაუდო დარღვევის აღმოსაფხვრელად, მოვაჭრეს შიდა პოლიტიკის გამოსწორება დაევალა და აღნიშნულის შესასრულებლად 1 თვიანი ვადა განესაზღვრა.
„GCCA-სა და მოვაჭრეს შორის გაფორმებული შეთანხმების თანახმად, კანონის სავარაუდო დარღვევის აღმოსაფხვრელად, სააგენტოს გადაწყვეტილებით მოვაჭრეს დაევალა:
გამოასწოროს კომპანიის შიდა პოლიტიკა და კანონის მოთხოვნებს შეუსაბამოს;
მომხმარებელს ქართულ ენაზე, მკაფიოდ, გასაგებად და სრულად მიაწოდოს ინფორმაცია ვებ-გვერდზე www.tkt.ge განთავსებული მომსახურების თაობაზე, მათ შორის, არსებობის შემთხვევაში, ღონისძიებაზე შეზღუდული ხილვადობის სტატუსის ადგილების შესახებ.
აღადგინოს იმ მომხმარებელთა სავარაუდოდ დარღვეული უფლებები, რომელთაც მისი სავაჭრო პოლიტიკის შედეგად ზიანი მიადგა.
GCCA-ის გადაწყვეტილებით, ხელშეკრულების თანახმად, მოვაჭრეს სააგენტოს წინაშე ნაკისრი ვალდებულებების შესასრულებლად, 1 თვიანი ვადა განესაზღვრა.
ინფორმაციისთვის: 2024 წლის შვიდი თვის მონაცემებით, მომხმარებელთა უფლებების დაცვის მიმართულებით, 502 განაცხადი დაფიქსირდა. 114 საქმეზე მომხმარებელთა ჯგუფის უფლების 52 დარღვევის ფაქტი დადასტურდა. GCCA-ის მიერ დაკისრებული ვალდებულების შეუსრულებლობის გამო 27 მოვაჭრეს – 35 საქმეზე ჯარიმა დაეკისრა, ჯამში – 22 312 ლარი“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

პრემიერი: გვინდა, დავიცვათ ტრადიციული ფასეულობები, არასრულწლოვანთა ინტერესები, ჩვენი სარწმუნოება და ამას ემსახურება კანონი „არასრულწლოვანთა ინტერესებისა და ოჯახური ფასეულობების დაცვის შესახებ“

ნინო დოლიძე – ცესკოს მათემატიკაში პრობლემა არ ქონია, მაგრამ ბევრი სერიოზული დარღვევა იყო – „სამართლიან არჩევნებს“ პარალელური დათვლის შედეგები რომ გამოექვეყნებინა, ეს შესაძლოა, ლეგიტიმაციის საფუძველი ყოფილიყო რიცხვებზე, რომელზეც პასუხისმგებლობას ვერ ავიღებთ