იენს სტოლტენბერგი – მოვუწოდებ მხარეებს ცეცხლი შეწყვეტის შეთანხმების გახანგრძლივებისკენ – ეს ამოსუნთქვის საშუალებას მისცემს ღაზას მოსახლეობას და ასევე, ხელს შეუწყობს მძევლების გათავისუფლებას

ნატო-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი ისრაელსა და „ჰამასს“ შორის ცეცხლის შეწყვეტის გახანგრძლივების მოწოდებით გამოვიდა.
მისი თქმით, ეს ხელს შეუწყობს მეტი დახმარების აღმოჩენას ღაზაში მცხოვრები სამოქალაქო პირებისთვის და ასევე მეტი მძევლის გათავისუფლებას.
„მოვუწოდებ მხარეებს ცეცხლი შეწყვეტის შეთანხმების გახანგრძლივებისკენ. ეს ამოსუნთქვის საშუალებას მისცემს ღაზას მოსახლეობას და ასევე, ხელს შეუწყობს მძევლების გათავისუფლებას“, – განაცხადა სტოლტენბერგმა.
ბრიუსელში ჟურნალისტებთან საუბრისას მან ასევე აღნიშნა, რომ ირანმა უნდა მოთოკოს თავისი „მიმდევრები“.