ვულოცავ მოლდოვასა და უკრაინას გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყებას – ურსულა ფონ დერ ლაიენი

ვულოცავ მოლდოვასა და ს გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყებას, ეს ძალიან კარგი ამბავია უკრაინის, მოლდოვისა და მთელი ევროკავშირისთვის, – ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა.
„უკრაინელმა და მოლდოველმა ხალხებმა აჩვენეს ურყევი ერთგულება და მონდომება, იყვნენ ევროპული პროექტის ნაწილი. ომისა და არეულობის დროსაც კი, მათ დაიწყეს მასშტაბური რეფორმები. მათ იციან, რომ ეს გზა იქნება მკაცრი და მომთხოვნი, გაწევრიანების მოლაპარაკებები შექმნილია იმისთვის, რომ მოამზადოს კანდიდატები წევრობის პასუხისმგებლობისთვის და სწორედ ამიტომ, მოკლე გზა არ არსებობს“, – აღნიშნა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.