აზერბაიჯანიდან ბენზინის შემოტანას დავიწყებთ – ვახტანგ იობაშვილი

ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირში აცხადებენ, რომ საქართველო Euro 5-ის სტანდარტის ბენზინს აზერბაიჯანიდან შემოიტანს. როგორც ვახტანგ იობაშვილი BMG-სთან აღნიშნავს, ამ ეტაპზე მოლაპარაკებები მიმდინარეობს და იმპორტი, სავარაუდოდ, ივლისიდან დაიწყება. მისი თქმით, აზერბაიჯანულ ბაზრის განახლება, საწვავის სფეროს სტაბილურობას მოუტანს.
“ბენზინის საწვავის ახალი ტექნიკით აღჭურვა დღემდე მიმდინარეობს. გვპირდებიან, რომ აზერბაიჯანიდან ბენზინის მოწოდება მალე აღდგება. დაახლოებით, ამ თვეში. ქართული სანავთობო ბაზრისთვის დიდი შვება იქნება. ეს არა მხოლოდ რუსეთზე დამოკიდებულებას, არამედ ფასსაც შეამცირებს. აღარ იქნება, ვიღაცას რაღაც მოუვიდა თავში და გადაკეტა მოწოდება [იგულისხმება ]. ბაქო-თბილისის მანძილი 500 კილომეტრამდეა. 2000 კილომეტრიდან წამოღებული უფრო ძვირია თუ 500-დან? ლოგისტიკა შედარებით იაფი დაგვიჯდება”, – აცხადებს ვახტანგ იობაშვილი.