„ჯორჯია პალასი სასტუმრო და სპა ქობულეთი“ – საუკეთესო ადგილი კორპორაციული ღონისძიებებისთვის

ჯორჯია პალასი სასტუმრო და სპა ქობულეთი საუკეთესო ადგილია კორპორაციული ღონისძიებებისთვის, განსაკუთრებით ზაფხულში, როცა მზიან ამინდში ზღვაზე დასვენებას ბევრისთვის ალტერნატივა აქვს. მენეჯმენტის სპეციალისტები ამბობენ, რომ კორპორაციული ღონისძიებები აუცილებელია თანამშრომლების მოტივაციისა და გუნდური სულის ასამაღლებლად. ეს მეთოდი განსაკუთრებით სასარგებლოა დიდი კომპანიებისთვის, სადაც ბევრი თანამშრომელი მუშაობს, რომელთან ერთმანეთთან ხშირი კომუნიკაცია არც აქვთ, მაგრამ სხვადასხვა დეპარტამენტის შეკრული მუშაობა კომპანიის პროდუქტიულობის აუცილებელი პირობაა. ქალაქგარეთ კომფორტულ სასტუმროში დასვენება კი საუკეთესო საშუალებაა, ერთად მუშაობისთვის, დასვენებისა და განტვირთვისთვის.
მსგავსი ღონისძიებების მოწყობის დიდი გამოცდილება აქვს „ჯორჯია პალასი სასტუმრო და სპა ქობულეთს“, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ადგილია მთელ ზღვისპირეთში.
ელზა ჯინჭარაძე, „ჯორჯია პალასი სასტუმრო და სპა ქობულეთის“ გაყიდვების მენეჯერი, ამ საქმითაა დაკავებული და მათემატიკური სიზუსტით შეუძლია დაგეგმოს კორპორაციული ღონისძიებები, რომლებზეც ზოგჯერ ერთდროულად რამდენიმე ასეული სტუმარიც კი ესწრება.
სასტუმროს კორპორაციული მიმართულება ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად აქვს გამოცხადებული. მეტიც, სასტუმროში სპეციალური გუნდიც კი გამოჰყვეს, რომელიც კონფერენციების და კორპორაციული ღონისძიებების მენეჯმენტზეა პასუხისმგებელი.
„მნიშვნელოვანია ასეთ დროს ყველა დეტალი გათვლილი იყოს,” – ამბობს ის, – თუ როგორ იქნება დაგეგმილი შეხვედრის დღის წესრიგი, აქტივობები და როგორ უპასუხებს გარემო თუ მენეჯმენტი თანამშრომლების მოთხოვნებს.“
„ჯორჯია პალასი სასტუმრო და სპა ქობულეთი“ იდეალურადაა მორგებული ნებისმიერი სიდიდის და თემატიკის კორპორაციულ ღონისძიებებს.
სასტუმროს შეუძლია ერთდროულად 400-დელეგატიანი დიდი კონფერენცია გამართოს და თან ყველა სტუმარი დააბინავოს; მოაწყოს უფრო მყუდრო ღონისძიება სხვადასხვა გასართობი აქტივობით შედარებით პატარა კომპანიებისთვის, ასევე უმასპინძლოს სხვადასხვა ტიპის ტრენინგებსა თუ სემინარებს.
სასტუმროში 6სივრცეა საქმიანი შეხვედრებისთვის. მათ შორის ოთხი დიდი დარბაზია.
ყველა დარბაზი სრულად აღჭურვილია თანამედროვე მულტიმედია ტექნოლოგიებით, რომლებიც აუცილებელია მაღალი დონის შეხვედრის ჩასატარებლად – ხმის და განათების თანამედროვე სისტემები – მიკროფონები, პროექტორები, მონიტორები, ასევე ფლიჩარტები და სხვა ინვენტარი, რომელიც ამ ტიპის ღონისძიებებისთვის საჭიროა.
მნიშვნელოვანია ისიც, რომ საკონფერენციო სივრცეს აქვს ისეთი იზოლაცია, რომ დარბაზიდან ხმა არ გადის ყველაზე ხმაურიანი ღონისძიების შემთხვევაშიც კი და არც სხვების ხმაური აღწევს დარბაზამდე, რაც სამუშაო პროცესისთვის შემაწუხებელი იქნებოდა.
ყველაზე დიდი ზომის დარბაზში, რომელსაც „პეტრა“ ჰქვია და 350 დელეგატს იტევს, საჭიროების შემთხვევაში შეიძლება დამონტაჟდეს სცენა – მაგალითად, იმ შემთხვევებისთვის, როდესაც კორპორაციული ღონისძიება წამყვანებს მიჰყავთ, დაპატიჟებულია მომღერალი, ან თანამშრომლებისთვის რაიმე სხვა ტიპის პროგრამაა გათვალისწინებული – გალა-საღამოები, გათამაშებები, დაჯილდოებები და ა.შ.
„პეტრას“ საბანკეტო დარბაზადაც იყენებენ – აქ 300-კაციანი ქორწილები იშლება და ეს საქმიანი სივრცე ყვავილებით ირთვება და სადღესასწაულო იერს იძენს.
მუსიკალური გაფორმებისთვის ასევე მაღალი ხარისხის ტექნიკაა გათვალისწინებული – დინამიკები, ე.წ მიქშერი და ა.შ.
გარდა კომფორტული საკონფერენციო სივრცეებისა, „ჯორჯია პალასი“ სტუმრებს ბევრ გასართობს სთავაზობს დროის აქტიურად, აზარტულად და კრეატიულად გასატარებლად, რაც ამ სასტუმროს „თიმბილდინგისთვის“ იდეალური ადგილად აქცევს.
სასტუმროს ტერიტორია ზღვის პირას მდებარეობს, ბამბუკებისა და ფიჭვების პარკში. სასტუმროს აქვს შიდა აუზები, სპა, მინი გოლფის მოედანი და ჩოგბურთის კორტები. ველოსიპედით ქობულეთის ზღვის სანაპიროზე გასეირნება კი, ერთი სიამოვნებაა.
საღამოს შვიდი სხვადასხვა ბარ-რესტორანია, სასადილო და კერძები კი, განსაკუთრებით გემრიელი, რასაც მუდმივად აღნიშნავენ booking.com-სა თუ სხვა საერთაშორისო ტურისტულ ვებ-გვერდებზე ამ სასტუმროს სტუმრები.
საქმიანი შეხვედრების შემდეგ დროის არაფორმალურ გარემოში გატარება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია „თიმბილდინგისთვის“.
თუ ოფისში დაბრუნებული გუნდი უფრო მეგობრული, შეკრული და ერთსულოვანია. კორპორაციული ღონისძიება წარმატებულად ჩაითვლება.