ილონ მასკი ისრაელში ჩავიდა

ამერიკელი მილიარდერი ილონ მასკი ისრაელში ჩავიდა. როგორც ისრაელის პრემიერ-მინისტრის ოფისი აცხადებს, ილონ მასკი, ბენიამინ ნეთანიაჰუსთან ერთად, ერთ-ერთ კიბუცს ეწვია, რომელსაც 7 ოქტომბერს „ჰამასის“ მებრძოლები დაესხნენ თავს.
კიბუცში ილონ მასკმა მოისმინა ადგილობრივი საბჭოს თავმჯდომარის და ისრაელის თავდაცვის ძალების წარმომადგენლის ბრიფინგები „ჰამასის“ მიერ დასახლებაში ჩადენილი სისასტიკეების შესახებ.
ისრაელში ვიზიტამდე ილონ მასკი, სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული პოსტის გამო, ანტისემიტიზმში დაადანაშაულეს.

ასევე დაგაინტერესებთ

მალგოჟატა გოშევსკა – თბილისს უნდა მოვუწოდოთ, ყველა პოლიტპატიმარი გაათავისუფლოს, რაც შეიძლება სწრაფად, კანონები, რომლებიც ბუნებით რეპრესიულია, გაიწვიოს – ეს ქვეყანა კარგ და ჯანმრთელ მომავალს იმსახურებს, ევროკავშირი ვალდებულია, დაეხმაროს

მარკეტა გრეგოროვა – ევროკავშირმა საბოლოოდ უნდა უპასუხოს გამიზნული სანქციებით პასუხისმგებელ პირებს საქართველოში, არ მადარდებს, თუ წევრი ორი ქვეყანა ბლოკავს, დანარჩენი 25 ქვეყანა? – რა უშლის მათ ხელს?