პროკურორებმა ქალთა მიმართ გენდერული ძალადობის საკითხზე ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში, სკოლის მოსწავლეებთან და მასწავლებლებთან საინფორმაციო შეხვედრა გამართეს

ქალთა მიმართ გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16 დღიანი გლობალური კამპანიის ფარგლებში, გურჯაანის რაიონული პროკურატურის პროკურორებმა ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ კაბალისა და აფენის საჯარო სკოლის მოსწავლეებთან და მასწავლებლებთან საინფორმაციო შეხვედრა გამართეს.
საქართველოს პროკურატურის ცნობით, პროკურორებმა შეხვედრის მონაწილეებს ქალთა მიმართ გენდერული ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით პროკურატურის მიერ განხორციელებული ღონისძიებების და არსებული გამოწვევების შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია. შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ნაადრევი ქორწინების, ქორწინების იძულებისა და ს საკითხებს. ასევე, ხაზი გაესვა მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორების სამსახურის მნიშვნელობას.
„შეხვედრა ინტერაქციულ რეჟიმში წარიმართა, მონაწილეებს შესაძლებლობა მიეცათ, მათთვის საინტერესო საკითხებზე შეკითხვები დაესვათ.
გლობალური საინფორმაციო კამპანიის მიზანი ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და ფემიციდის დანაშაულების პრევენციაა. ამ მიზნით, მოსახელობასთან სპეციალიზებული პროკურორების შეხვედრები მომავალშიც გაგრძელდება.
#არაქალთამიმართძალადობას
#ძალადობადანაშაულია
#შეაჩერექალთამიმართძალადობა“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი ქობულია – გახარია სამი თვის წინ დამიკავშირდა და მოლაპარაკებები დავიწყეთ, საარჩევნო სიაში მეორე ან მესამე უნდა ვყოფილიყავი, ჩვენს შორის ნდობა არ შედგა, თემა დახურულია – გუშინ რა სიაც იყო 15-კაციანი, დღეს ვნახე, რომ სულ სხვა იყო