ათასობით საუკეთესო უკრაინელმა სიცოცხლე გაწირა დამოუკიდებელი, ევროპული უკრაინისთვის – უკრაინის პრემიერი

უკრაინის პრემიერ-მინისტრმა, დენის შმიგალმა განაცხადა, რომ ყველაფერს გააკეთებს ევროკავშირში გაწევრიანების მისაღწევად.
„ათასობით საუკეთესო უკრაინელმა სიცოცხლე გაწირა დამოუკიდებელი, ევროპული უკრაინისთვის. ქედს ვიხრი დაღუპული უკრაინელი გმირების ხსოვნის წინაშე. მადლიერების ნიშნად ქედს ვიხრით უკრაინელი სამხედროების წინაშე, რომ ეს დღე შესაძლებელი გახადეს, რომ უკრაინას საშუალება მისცეს დაეწყო [ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ] მოლაპარაკების პროცესი, რომელიც საბოლოოდ მიგვიყვანს ევროკავშირში წევრობამდე. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ მივაღწიოთ ამას“, – აღნიშნა უკრაინის მთავრობის მეთაურმა.

ასევე დაგაინტერესებთ

დიალოგი, რომელიც მიმართული იქნება პოზიციების დაახლოებისკენ, საუკეთესო გამოსავალია, თუმცა ევრობიუროკრატიას ამ ეტაპზე ვითარების გამწვავების და საქართველოს მოსახლეობაზე შანტაჟის ენით საუბრის პერიოდი უდგას

რატომ არ უნდა გვინდოდეს ევროკავშირთან პარტნიორული ურთიერთობა? მაგრამ არა ისე, რომ რადგან პატარა ქვეყანა ვართ, ვიღაცამ ზემოდან გადმოგვხედოს და დავალებები მოგვცეს, გაწიროს ჩვენი ქვეყანა თავისი ინტერესების გასატარებლად