ენმ-ის ინფორმაციით, დაარბიეს პარტიის ოფისი ფოთში

ნაციონალური მოძრაობის ინფორმაციით, დაარბიეს პარტიის ს რაიონული ოფისი. მათ მიერ გავრცელებულ კადრებში ჩანს ჩამტვრეული შუშები და დაზიანებული შენობის ფასადი.
ფოთის რაიონული ორგანიზაციის ოფისის თავმჯდომარის, დავით ხომერიკის თქმით, სავარაუდოდ, შუშას 7-8-ჯერ ესროლეს მძიმე საგანი.
“მოვედით ოფისში. გარედან მაინცდამაინც არ ეტყობოდა, მაგრამ შიგნით შესვლის შემდგომ ფანჯრები დაგვხვდა ჩამსხვრეული. ეს არ არის შემთხვევითობა, ან უამინდობის ბრალი. ფანჯარას აქვს ორმაგი მინა და რამდენჯერმე ძლიერად აქვთ ნასროლი მძიმე საგანი, რის შედეგადაც დაიმსხვრა ფანჯრები”, – ამბობს ხომერიკი.
მისივე თქმით, ოფისის მიმდებარე ტერიტორიაზე არაერთი სათვალთვალო კამერაა დამონტაჟებული. ამიტომ, პოლიციას თავდამსხმელების იდენტიფიცირება არ უნდა გაუჭირდეს. თუმცა, დავით ხომერიკი ფიქრობს, რომ მომხდარი ხელისუფლების მიერაა წახალისებული. შესაბამისად, არ აქვს გამოძიების იმედი.

ასევე დაგაინტერესებთ