პრემიერ-მინისტრის თქმით, ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით, დეკემბერში საერთო-სახალხო ზეიმის გამართვა იგეგმება

საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით საერთო-სახალხო ზეიმის გამართვა იგეგმება. ამის შესახებ განცხადება პრემიერ- მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე გააკეთა.
როგორც პრემიერმა განაცხადა, თარიღი იმის მიხედვით დაზუსტდება, როდის იქნება საბოლოო გადაწყვეტილება 14 თუ 15 დეკემბერს.
“14 ან 15 დეკემბერს ველოდებით ევროპული საბჭოს საბოლოო გადაწყვეტილებას სტატუსის მინიჭების თაობაზე. ამასთან დაკავშირებით ჩვენ გვქონდა გუნდში მსჯელობა, პარლამენტთანაც გვქონდა საუბარი და გადაწყვიტეთ, რომ იმისდა მიხედვით, როდის იქნება გადაწყვეტილება, სახალხო ეროვნული გამარჯვების ზეიმი, კონცერტი იყოს და ერთად აღვნიშნოთ ჩვენი ქვეყნის და ხალხის ეს ისტორიული გამარჯვება, ჩვენი მთავრობისა და ხელისუფლების მუშაობის შედეგი,” – განაცხადა პრემიერ მინისტრმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ნიკოლოზ მეტრეველი ბერდია სიჭინავას: ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ხუმრობა არც პოლიტიკური კრიტიკაა და არც “ქართულ ჯიგრულ პონტში” ჯდება – კარგად იცი, შარმანაშვილი რთულ დაავადებას ებრძვის. განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებები შეიძლება გვქონდეს, მაგრამ ადამიანობა ყველასთვის ერთი სტანდარტი უნდა იყოს