ღაზაში ამბობენ, რომ ისრაელის საჰაერო იერიშებს 20-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა

“ჰამასის” მიერ კონროლირებადი, ღაზის ოფიციალური პირები ამბობენ, რომ ს შეიარაღებულმა ძალებმა სამშაბათს გათენებისას საჰაერო იერიში განაახლეს, რასაც 24 პალესტინელის სიცოცხლე ემსხვერპლა. მათ შორის დასავლეთის ქვეყნების მიერ ტერორისტულ ორგანიზაციად გამოცხადებული დაჯგუფება “ჰამასის” ერთ-ერთი ლიდერის, ისმაილ ჰანიეს და.
ისრაელი აგრძელებს სახმელეთო იერიშსაც. ადგილობრივი მცხოვრებლების თქმით, ქალაქ რაფას დასავლეთით ისრაელის ტანკები ღამით წინ მიიწევდა და მათ რამდენიმე სახლზე მიიტანეს იერიში.
ადგილობრივი სამედიცინო პერსონალი ამბობს, ისრაელის საჰაერო იერიშების სამიზნე ქალაქ ღაზის ორი სკოლა იყო, სადაც 14 ადამიანი დაიღუპა. კიდევ ერთი სამიზნე კი სანაპირო კარვების დასახლებაში მდებარე სახლი გახდა. ეს ღაზის სექტორში ისტორიულად არსებულ ლტოლვილთა 8 ბანაკს შორის ერთ-ერთია. იქ 10 ადამიანი დაიღუპა.
შათიში მდებარე სახლი “ჰამასის” ერთ-ერთი პოლიტიკური ლიდერის ჰანიეს ნათესავებს ეკუთვნოდა, ის ყატარში ცხოვრობს. ექიმები და ოჯახის წევრები ამბობენ, რომ რამდენიმე ნათესავთან ერთად, იერიშს მისი დაც ემსხვერპლა.
ჰანიე “ჰამასის” დიპლომატიური მიმართულების ხელმძღვანელია და დაჯგუფებას ხშირად წარმოადგენს საჯარო შეხვედრებში. 7 ოქტომბრის შემდეგ, ისრაელის თავდასხმებს მისი არაერთი ნათესავი ემსხვერპლა.
ისრაელი, რომელმაც “ჰამასს” ომი 7 ოქტომბერს დაჯგუფების ისრაელზე თავდასხმის შემდეგ ომი გამოუცხადა, ამბობს, რომ გასულ ღამეს შეიარაღებულმა ძალებმა ქალაქ ღაზაში იმ სამხედროებზე მიიტანეს იერიში, რომლებიც ისრაელზე თავდასხმის ორგანიზებაში იყვნენ ჩართულნი. მებრძოლთა შორის ზოგი სწორედ 7 ოქტომბრის თავდასხმაში და მძევლების დაკავებაში იყო ჩართული.
ისრაელი ასევე ამბობს, რომ მისი საჰაერო ძალების სამიზნე ის სკოლები გახდა, რომელთა შენობებშიც ტერორისტებს თავშესაფარი ჰქონდათ განთავსებული და მას ფარად იყენებდნენ. “ჰამასი” გამუდმებით უარყოფს სამოქალაქო ინფრასტრუქტურის სამხედრო საქმიანობისთვის გამოყენებას.

ასევე დაგაინტერესებთ