ძლიერი ქარის შედეგად ალავერდის მონასტრის სახურავი და მიმდებარე ტერიტორიაზე ინფრასტრუქტურა დაზიანდა – დაზიანებულია ავტომობილებიც

ძლიერი ქარის შედეგად ალავერდის მონასტრის სახურავი დაზიანდა.
უამინდობის გამო ინფრასტრუქტურას მონასტრის მიმდებარე ტერიტორიაზეც მიადგა ზიანი.
თვითმხილველების თქმით, ძლიერი ქარი და ე.წ. ქარბორბალა რამდენიმე წუთი გრძელდებოდა. დაზიანებულია მიმდებარედ გაჩერებული ავტომობილებიც.
“საშინელი ხმა იყო. როგორც ვიცით, დამიზნებულია მონასტრის ინფრასტრუქტურა”, – აცხადებენ ადგილობრივები.
ადგილზე შესაბამისი სამსახურები არიან მობილიზებული.

ასევე დაგაინტერესებთ