მოქმედ პოლიტიკოსებზე რა სკანდალურ ფაქტებს ყვება დავით ჭიჭინაძე?! – „ეს ყველა ახალგაზრდამ უნდა იცოდეს!“

ლევან ჯავახიშვილი
„ალიას“ ესაუბრება პოლიტიკური მოძრაობა „ტრიბუნას“ დამფუძნებელი, დავით ჭიჭინაძე.
–ბატონო დათო, პრეზიდენტის „ქართულ ქარტიაზე“ ოპოზიციის ნაწილმა მოწერა ხელი და აგერ „ერთიანობის დეკლარაციაც“ გააფორმეს. რამდენად სიცოცხლის უნარიანია ეს დეკლარაციები და რამდენად გამართლებულია „ნაცმოძრაობასთან“ ერთად საარჩევნოდ რაიმე გაერთიანების შექმნა მაშინ, როდესაც 12 წელია „ქართული ოცნება“ ყველა არჩევნებს იგებს ხალხის „ნაცმოძრაობაზე“ დაფუძნებული შიშით?ამ გაერთიანებაში „ნაცები“ ჩაიკარგებიან, არ გამოჩნდებიან თუ რისი იმედი აქვთ პრეზიდენტს და ხელმომწერი სხვა პარტიების წარმომადგენლებს?
– მე ვფიქრობ, რომ მაგათთან ერთად არაფერზე ხელისმოწერა არ შეიძლება და იმიტომ არ მოვაწერე ხელი. „ნაცმოძრაობას“ იმხელა დანაშაული აქვს ჩადენილი ამ ქვეყნის წინაშე, რომ მათი გამოსწორება არ მოხდება. „არ გათეთრდების ყორანი, რაც უნდა ხეხო ქვიშითაო“, ეს მაგათზეა ნათქვამი. ეგ არის თავის და ხალხის მოტყუება, როდესაც რაღაც გაერთიანებას ქმნი, „ნაცები“ იქ არიან და თუ ხელისუფლებაში მოვლენ, „ნაცები“ იმ კოალიციურ მთავრობაში მიამიტებივით იქნებიან და არაფერს დააშავებენ, ეს მოლოდინი არის დიდი ტყუილი. მეორე დიდი ტყუილი ის არის, „ნაცებს“, ამ ჯალათებს, პროევროპულ ძალად რომ წარმოგვიდგენს პრეზიდენტი. „ქართული ოცნების“ ტრაგედიაც სწორედ ის არის, რომ „ნაცებით“ გაივსო. თან შუა და ქვედა რგოლის „ნაცებით“ არის სავსე, რომლებიც უშუალოდ დანაშაულებებს სჩადიოდნენ ძალოვან სტრუქტურებში, ფინანსურ პოლიციაში. ეს დამნაშავეები დააწინაურეს კიდეც. აბა, თვითონ მერაბიშვილი და ადეიშვილი ქუჩაში არ დარბოდნენ, ხალხს არ სცემდნენ და არ ხოცავდნენ, უდანაშაულო ადამიანებს უშუალოდ ეგენი არ იჭერდნენ, რამდენიმე გამონაკლისის გარდა. ახალგაზრდების პროტესტის მერე ამ ქარტიის გამოჩენა, ვფიქრობ ახალგაზრდების დაწყნარებას და მათი დიდი პროტესტის ჩახსნას ემსახურება. კი, ეს ახალგაზრდები გულანთებული პატრიოტები არიან, მაგრამ ყველა პროტესტს სჭირდება ფინანსები და ის ამ ადამიანების ხელშია. აქციებს სცენა სჭირდება, ხმოვანი მხარდაჭერა და ბევრი რამ სჭირდება. ახალგაზრდები არიან მაქსიმალისტები, მათ ყველაფერი გააკეთეს, მაგრამ ამ პოლიტიკოსების გამო, ისე გამოვიდა, თითქოს დამარცხდნენ, ხელისუფლებამ მაინც მიიღო ის კანონი.
– ახალგაზრდების პროტესტის მუხტი აშკარად დაეცა, აღარ იციან, რა გააკეთონ. მათმა პროტესტმა ხელისუფლება რომ შეცვალოს, ეს ოპოზიცია მოდის ხელისუფლებაში. არადა მათ დიდ ნაწილს ეს ოპოზიციონერებიც არ მოსწონს. ცოტა არ იყოს, დაბნეულები არიან. რა უნდა ქნას ახალგაზრდობამ, როცა ასეთი მოჯადოებული წრეა?
– თვალები ცოტა სხვანაირად უნდა გაახილონ – ვისაც ტელევიზორებში უყურებენ ყოველდღე, მარტო ისინი არ არიან პოლიტიკოსები. გაცილებით ბევრი ღირსეული ადამიანია, რომელიც თავის საქმეს აკეთებს, ცდილობოენ, ტოლი არავის დაუდონ სამშობლოს სიყვარულში. აი, ასეთი ხალხის გაერთიანება უნდა მოხდეს. მესმის ჩვენი ახალგაზრდობისა, არ აქვთ შესაბამისი ინფორმაცია ამ ადამიანების შესახებ, მაგრამ უნდა მოძებნონ ეს ადამიანები, ინფორმაციის მოპოვებაც დიდი ხელოვნებაა. თუ გინდა, რომ რაიმე წარმატებას მიაღწიო ცხოვრებაში, უნდა იცოდე სწორი, ზუსტი ინფორმაციის მოპოვება. ლოზუნგებით და ფრაზებით, რომელთაც ყოველდღე ტელევიზორებში უსმენენ, შორს ვერ წავლენ. ასე ხელოვნურად არაფერი გამოვა. შეხედონ ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს. დაზეპირებული და გახუნებული ფრაზებით ლაპარაკობენ, არანაირი პატრიოტული მუხტი მათ განწყობაში არ იგრძნობა და ეს რამდენად განსხვავდება ახალგაზრდების მართლა უანგარო პატრიოტიზმისგან, თავად დაასკვნან. ან როგორ შეიძლება, ქვეყანაში პროდასავლური ღირებულებების მთავარ დამცველებად ისევ „ნაცებს“, მათ დანაყოფ პარტიებს მოაქვთ თავი, როდესაც დასავლური ღირებულებების გაუფასურებაში, თავიანთი ძალადობით ყველაფერი გააკეთეს. ხალხის დიდ ნაწილს მათმა ძალადობამ, მართლა სისხლინმა რეჟიმმა შეაძულა დასავლეთი. ამ ახალგაზრდების დიდმა ნაწილმა არც ეს იცის და არც ის, რომ სწორედ დასავლეთმა ჩამოაცილა ხელისუფლებას სააკაშვილის რეჟიმი, როდესაც მხარი დაუჭირა ქართველი ხალხის მრავალწლიან ბრძოლას რეჟიმის წინააღმდეგ. მაგაში გამართლებას ვერ ვპოულობ, როდესაც ახალგაზრდები იმედგაცრუებით კითხულობენ, ვინ მოვიყვანოთ ხელისუფლებაშიო? ღმერთმა დაგვიფაროს ისე გვქონდეს საქამე, ღირსეული ადამიანები დაილიონ ამ ქვეყანაში. რამდენსაც გინდათ, იმდენს ჩამოგითვლით ღირსეულ, პატრიოტ ადამიანებს. ზოგი ხელისუფლებაშიც იყო და კარგის მეტი არაფერი გაუკეთებია ან, არ დაუშავებია მაინც. ამ ხალხს დღეს არ გააჩნია ფინანსური რესურსი, წვდომა ტელევიზიებზე, სადაც ერთსა და იმავე ხალხს ატრიალებენ. აბა, ს, მისი წარსულის გამო, არ მოიწონებენ, ამ დროს ყოველდღე ჩაგვჩიჩინებენ ტელევიზიები, როგორი პატრიოტი, დიდი ბიზნესმენი და ქველმოქმედი იყო. მე საკუთარ თავს არ ვთვაზობ ახალგაზრდებს, მაგრამ მეც, ჩემნაირებიც იყვნენ ხელისუფლებაში და „ქართული ოცნება“ მაშინ დავტოვეთ, როდესაც მან არჩეულ კურსს გადაუხვია, ხალხი მოატყუა, დანაპირები არ შეუსრულა და ჩვენ ამ დაპირებების ასრულებას ვითხოვდით, მათ შორის სამართლიანობის აღდგენას. ცრუპენტელებით და მატყარებით გაივსო „ოცნება“, კლანური მმართველობა ჩამოყალიბდა და იქ ჩვენი ადგილი ნამდვილად არ იყო. ახლა გვაყვედრიან, ბიძინა ივანიშვილმა მიგიყვანათ „ოცნებაში“ და პარლამენტში შეგიყვანათო. უკაცრავად, მაგრამ გაიხსენონ, რა ხდებოდა 2012 წელს. ივანიშვილმა ის ხალხი შემოიკრიბა, ვინც „ნაცმოძრაობის“ დასამარცხებლად სჭირდებოდა, ვინც წლები ებრძოდა მათ. ეს ივანიშვილს ვჭირდებოდით ჩვენ და არა ჩვენ – ივანიშვილი. რაც „ნაცმოძრაობა“ ხელისუფლებაში მოვიდა, თითქმის იმ დროდან ვებრძოდი მათ. იმ დროს კი ივანიშვილი სააკაშვილთან ერთად აქეთ გვებრძოდა ჩვენ, სააკაშვილის ოპოზიციონერებს, 7 ნოემბერი იყო ეს თუ სხვა შემთხვევები. ვინც „ოცნება“ დავტოვეთ ტყუილისა და უსამართლობის გამო, იმ ღირსეულ ხალხშიც ეძებონ ახლგაზრდებმა პოლიტიკოსები და იქნებ ზუსტად ისეთები ნახონ, მათ მოთხოვნებს რომ შეესაბამება.
– ერთი შეხედვით, მარტივი გასაკეთებელია არჩევანი. ხალხმა და მათ შორის ახლგაზრდებმა ხმა უნდა მისცენ იმ პარტიებს, ვინც არც „ნაცმოძრაობის“ სატელიტი ყოფილა და არც „ქართული ოცნებისა“. თავისთვად, „ოცებას“ და „ნაცებს“ არ უნდა მისცენ ხმა, არა?
– კი, წესით ასე უნდა იყოს. მომავალი ხელისუფლება უნდა იყოს „ქართული ოცნების“, „ნაცების“ და მათი დანაყოფების გარეშე. თუმცა, რეალობა სხვა არის. იმ სხვა პარტიებს არ აქვთ ფინანსური რესურსი, ფული „ოცნებას“ და „ნაცებს“ აქვთ. მამუკა ხაზარაძესაც აქვს ფული, რომ ჰკითხო, არც „ნაცების“ ხელისუფლებაში ყოფილა, არც „ოცნებისა“, მაგრამ ორივე ხელისუფლებასთან დალაგებული ჰქონდა ურთიერთობა, სასათბურე პირობებში იყო მისი ბიზნესები და მხოლოდ მაშინ აერია ბიძინა ივანიშვილთან საქმე, როდესაც რაღაც ვერ გაიყვეს. ეს ყველა ახალგაზრდამ უნდა იცოდეს. ერთადერთი, ზვიად გამსახურდიას და მის რამდენიმე თანამებრძოლს არ გაუყიდიათ ეს ქვეყანა, ხალხის და ქვეყნის ხარჯზე ფული არ უშოვნიათ და პატიოსნად ემსახურნენ ამ ქვეყანას. საკუთარი სკამის გულისთვის, გამსახურდიამ არ გაყო აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველო, რასაც რუსები სთავაზობდნენ. იცოდა, რომ მოკლავდნენ, მაგრამ ქვეყნის დაშლასა და გაყოფას, სიკვდილი ამჯობინა, გმირად მოკვდა. მერე, შევარდნაძის დროიდან დაიწყო ქვეყნის უმოწყალო ძარცვა. ახალგაზრდებს მინდა ვუთხრა, ვინც წარმატებულ ბიზნესმენებად მიაჩნიათ, მცირე გამონაკლისის გარდა, ყველა სახელმწიფოს ქონებისა და ბიუჯეტის ფულის მითვისებით გამდიდრდა, ამ ხალხმა თვის დროზე მათი მშობლების, ბებია–ბაბუების კუთვნილი ქონება ჩალის ფასად, კორუფციული გზით იყიდა. ახლა სანქციებზეა ლაპარაკი და ამერიკამ უკვე დაასანქცირა ხელისუფლების წარმომადგენლები, უფრო მკაცრი სანქციები იქნება ევროპისა და ამერიკის მხრიდან და ამ ახალგაზრდებმა ისიც უნდა იცოდნენ, ამ სანქციებით ეს ბიზნესმენები, ხელისუფლების წარმომადგენლები, ოპოზიციონერი პოლიტიკოსები კი დაზარალდებიან, მაგრამ მათ დიდი ფული აქვთ ნაშოვნი, გაუძლბენ, საკვების, სხვა საარსებო საშუალებების შეძენის პრობლემა არ ექნებათ, მხოლოდ ევროპასა და ამერიკაში ვერ იგრიალებენ ძველებურად. ეს სანციები ქვეყანას და ხალხს დააწყვება მძიმე ტვირთად, უცხოეთიდან ინვესტიციები არ შემოვა, ლარი გაუფასურდება, ყველა სახის პროდუქტი გაძვირდება, საშუალო და დაბალი ფენა გაიჭყლიტება.
– დავუშვათ, წააგო „ქართულმა ოცნებამ“ არჩენები და კოალიციური პარლამენტი შეიქმნა. პრეზიდენტის ქარტიის მიხედვით, კოალიციურმა ხელისუფლებამ, კერძოდ, ტექნიკურმა მთავრობამ ერთ წელიწადში უნდა ჩაატაროს ვადამდელი . ჩვენი პოლიტიკოსების ამბავი რომ ვიცი, გაუტკბებათ ხელისუფლებაში ყოფნა და იმ ქარტიასაც არ დაივიწყებენ და 4 წელი დარჩებიან ხელისუფლებაში?
– მე ერთ რაღაცას გეტყვით. ეს ჩემში იწვევს სამხედრო საბჭოს ასოციაციას, როდესაც სახელმწიფო გადატრიალება მოხდა და ხელისუფლების ხელში ასაღებად ემზადებოდნენ. მაშინ რომ არჩევნები ჩაეტარებინათ, ზვიად გამსახურდიას მომგები არც შევარდნაძე იყო და არც მთელი სამხედრო საბჭო. ანუ ახლა ცდილობენ, ფორმა მისცენ არაფორმალურ მმართველობას. ბიძინა ივანიშვილს არაფორმალურ მმართველობას ედავებიან. ერთი მაინტერესებს, არჩევნების შემდგომი ეტაპი რომ იქნება, როგორც ესენი იძახიან, ტექნიკური მთავრობაო, ვინ უნდა იყოს იმ ტექნიკურ მთავრობაში? სალომე ზურაბიშვილმა უნდა დანიშნოს ამ მთავრობის წევრები, ეგრე გამოდის და ზურაბიშვილი არ გამოდის არაფორმალური მმართველი? გამოდის. ეს ის ა, რომელმაც ქართველ ხალხს მიულოცა ზვიად გამსახურდიას დამხობა. გამოდის, ისევ გადატრიალებით, ისევ მზაკვრული მეთოდებით აპირებენ საქართველოს სისხლში ჩაძირვას. თან, ამ გზით ხელისუფლების შეცვლისთვის სალომეს ერთხელ უკვე მხარი აქვს დაჭერილი. ის ხალხს, ვინც დღეს სალომე ზურაბიშვილის გარშემოა გაერთიანებული და იმ ქარტიას ხელი მოაწერეს, ერთი–ორის გამოკლებით, პირდაპირ გეუბნებით, ამ ქვეყნის ბედს არ ვანდობდი, არაქართული, ქვეყნის ინტერესების არგამტარებელი იქნება ეს მთავრობა. ქართველ ხალხს დღეს ყველაზე მეტად იდენტობის შენრჩუნების პრობლემა აქვს, კატასტროფული დემოგრაფიული პრობლემა გვაქვს. ეს ოპოზიციაც, ხელისუფლებასთან ერთად ხელს უწყობს ამ მდგომარეობის გაუარესებას, რადგან ხალხი ქვეყანაში არსებული მდგომარეობის გამო არ გარბის მარტო, უპირსპექტივობის გამოც გარბის და ეს უპერსპექტივობის განცდა დიდწილად ამ ოპოზიციამ გაუჩინა, რადგან „ოცნება“ თუ წავა, ხელისუფლებაში უკეთესის მოსვლის იმედი არ გააჩნია. ერთი ეს მითხარით, იმ ქარტიის ხელმომწერებს შორის რომელია ისეთი, რომ ეკონომიკა ოდნავ მაინც ესმის, განსხვავებულად და არა ამ ლიბერალური მიდგომებით. მამუკა ხაზარაძე რომ უყვება ხალხს, როგორ უნდა გაამდიდროს ხალხი ლიბერალური ეკონომიკით, ეს არის მაგათი ეკონომიკური პროგრამა? ხაზარაძემ ერთი თავისი თანამშრომლები მანახოს გამდიდრებული. რამდენი აქვთ მის ბიზნესში ხელფასები საშუალო და დაბალი რგოლის წარმომადგენლებს, ხომ ყველამ ვიცით? მონურად ამუშავებს ხალხს ბანკში. ამხელა ფულს რომ შოულობენ ჩვენი მულტიმილიონერები, მათ წარმატებაზე კი არ მეტყველებს, ეს იმას ნიშნავს, რომ ხალხს ატყავებენ. ეკონომიკა არ იზრდება ისეთი მასთშტაბებით, როგორც მათი შემოსავლები, არც ქართველი ხალხის შემოსავლები იზრდება მათი შემოსავლების ზრდის კვლობაზე და დიახ, ეს იმას ნიშნავს, რომ ხაზარაძე და ოპოზიციაში მყოფი ბიზნესმენები ხალხს ატყავებენ. სახელისუფლებო ბიზნესმენებზე რაღა ვთქვა, იმავეს აკეთებენ უფრო დიდი მასშტაბებით და სახელმწიფოს ცალკე ღლეტენ. ერთი ადგილია და აღარ დავაკონკრეტებ, სად უნდა ეკიდოს ეგ ქარტია და ეგეთი დოკუმენტი.
–ბატონო დათო, მეჩვენება თუ რეალურად ასეა? მიშა სააკაშვილს აღარ ახსენებენ „ქოცები“ და სალომე ზურაბიშვილი მოუგდეს ხალხს ახალ მტრის ხატად, რომელიც ამ როლს ზედმიწევნით კარგად თამაშობს?
–მიშა სააკაშვილმა დაღალა თავისი პატრონები, ეგ უკვე აღარ გამოდგება ბუად და მტრის ხატად. საერთოდ, საავადმყოფოში რატოა? თუ გონებასუსტია, მაგისთვის შესაბამისი პროფილის კლინიკები არსებობს და იქ გადაიყვანონ. თუ ჯანმრთელია, მაშინ გადაიყვანონ ციხეში ან სხვა პატიმრებიც გადაიყვანონ კლინიკებში, ბევრს სიმსივნე და სხვა მძიმე ქრონიკული დაავადება აწუხებს და მასზე მეტად იმსახურებენ. ერთი კითხვა მაქვს ზურაბიშვილთან. რამდენი პოლიტიკოსი და საჯარო მოხელე შეიწყალა და რატომ არ იწყალებს სოსო გოგაშვილს? თუ თვლის, რომ ივანიშვილის მტერი და პოლიტიკური ნიშნით არის დაკავებული, ივანიშვილი და მისი გარემოცვა რეჟიმს წარმოადგენენ და ყველა განსხვავებული აზრის მქონეს დევნიან, მაშინ შეიწყალოს გოგაშვილი. პირველი ეგ იყო, ხელისუფლება რომ ამხილა, რუსებზე არიან მიყიდულებიო, ჩვენი მაღალჩინოსნების და ს სპეცსამსახურების ჩინოსნების ფარულ შეხვედრებზე ღიად ილაპარაკა. არ იწყალებს, რადგან ბიძინა ივანიშვილს უგორებს კვერცხებს. არა, თქვენ არაფერი გეჩვენებათ. სალომე ზურაბიშვილმა ჩაანაცვლა სააკაშვილი, მტრის ხატის როლი მოირგო და ამ როლსაც ისეთივე წარმატებით ასრულებს, როგორც ყველა დანარჩენი შეასრულა, რომლებიც ივანიშვილმა მოარგო.

ასევე დაგაინტერესებთ