ვოლოდიმირ ზელენსკი – დღეს ისტორიული დღეა, არასოდეს გადავუხვევთ ერთიანი ევროპისკენ მიმავალი გზიდან

დღეს ისტორიული დღეა, როდესაც გადავდივართ რეალურ, ფაქტობრივ მოლაპარაკებებზე ევროკავშირში უკრაინის გაწევრიანების შესახებ, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი, სოციალურ ქსელში წერს.
მისი თქმით, თითქმის ორი წლის წინ, 2022 წლის ივნისში, მ კანდიდატის სტატუსი მიიღო, გასული წლის დეკემბერში კი – პოლიტიკური გადაწყვეტილება მოლაპარაკებების შესახებ.
„მაგრამ სწორედ დღეიდან აღინიშნება ჩვენი გაწევრიანება ევროკავშირში – დღეს იმართება პირველი სამთავრობათაშორისო კონფერენცია უკრაინასა და ევროკავშირს შორის. მადლობელი ვარ ყველასი, ვინც იცავს უკრაინას, ჩვენს ქვეყანას და ხალხს. მადლობელი ვარ იმ გუნდის, რომელიც ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ ევროკავშირის ნაწილი გავხდეთ. ჩვენ არასოდეს გადავუხვევთ ერთიანი ევროპისკენ მიმავალი გზიდან, ყველა ევროპული ერის საერთო სახლისკენ მიმავალი გზიდან“, – აცხადებს ზელენსკი.

ასევე დაგაინტერესებთ