მედია: გონიოში 2 კორპუსს და 38 სახლს „ოცნებასთან“ დაახლოებული ბიზნესმენი აშენებს – მშენებლობის სავარაუდო ხარჯი 55 მლნ ლარია

ბათუმში, ახალსოფლის დასახლებაში  შპს „გონიო ლაქშერი რეზიდენსი“ საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობას გეგმავს. კომპლექსი 2 15-სართულიან მრავალბინიან კორპუსს და 38 ინდივიდუალურ სახლს აერთიანებს და ის 2,5 ჰექტარ ფართობზე [25 773 კვ/მ] ტერასულად უნდა განლაგდეს. ამის შესახებ „ბათუმელები“ წერს.

შპს „გონიო ლაქშერი რეზიდენსი“ „ოცნებასთან“ დაახლოებულ ბიზნესმენს, გია ჭყონიას ეკუთვნის. ახალი კომპანია ბიზნესმენმა, რომელიც საერთო ჯამში 20-მდე კომპანიის მფლობელია, 2023 წლის მარტში დააფუძნა.

გამოცემა წერს, რომ მშენებლობის სავარაუდო ხარჯი 55 მლნ ლარია, ხოლო სავარაუდო შემოსავალი 82 მლნ-მდე ლარი. მოგება გადასახადების გამოკლებით კი, 18 მლნ ლარი უნდა იყოს.

სრულად წაიკითხეთ აქ.

წყარო: „ბათუმელები“