ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ინფრასტრუქტურული სამუშაოები აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ინფრასტრუქტურული სამუშაოები აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერმა ზაზა დიასამიძემ, თხილნარისა და ჭარნალის ადმინისტრაციულ ერთეულში, შიდა სასოფლო გზებისა და ფერდსამაგრი კედლების მოწყობის მიმდინარე და დასრულებული სამუშაოები მოინახულა.
სოფელი თხილნარი ( ომბოლო) – გოჩა ველიაძის საცხოვრებელი სახლიდან მურად პეტრიძის საცხოვრებელ სახლამდე, მიმდინარე შიდა სასოფლო გზის რეაბილიტაციისა და გარე განათების მოწყობა.
სოფელ თხილნარის მეურნეობა – ცენტრალური გზიდან გურამ ფუტკარაძის საცხოვრებელ სახლამდე შიდა სასოფლო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები.
სოფელ თხილნარი – ნარგული ჭოლოკავას საცხოვრებელ სახლთან შიდა სასოფლო გზაზე ფერდსამაგრი კედლის მოწყობის მიმდინარე სამუშაოები.
სოფელი ჭარნალი – ჟუჟუნა ჭელიძის საცხოვრებელ სახლთან დასრულებული ფერდსამაგრი კედელი.
სოფელი ჭარნალი – შალვა ფარტენაძის საცხოვრებელ სახლთან დასრულებული ფერდსამაგრი კედელი.
პროექტების ჯამური ღირებულება შეადგენს – 447 057 ლარს.
მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები, მუნიციპალიტეტის მერთან ერთად საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე მინდია დიასამიძემ, მერის მოადგილე მანუჩარ მანველიძემ, საკრებულოს წევრებმა და სამსახურის წარმომადგენლებმა მოინახულეს.

ასევე დაგაინტერესებთ

როცა რეჟიმმა საკუთარ ხალხს თავისუფლება წაართვა და ღირსება შეულახა, ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა, თავგანწირვის და სამშობლოს სიყვარულის საოცარი მაგალითი გვიჩვენა, რამაც საბოლოოდ, ქართველი ხალხი ერთ მუშტად გააერთიანა და გაუჩინა რწმენა, რომ გამარჯვება შესაძლებელი იყო