დანიის საგარეო უწყება – ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე უკრაინისა და მოლდოვის მხარდასაჭერად დანია 21 მილიონ დოლარზე მეტს გამოყოფს

ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე უკრაინისა და მოლდოვის მხარდასაჭერად 21 მილიონ დოლარზე მეტს გამოყოფს, – ამის შესახებ ინფორმაციას დანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
დანიის მიერ თანხების გამოყოფა 2030 წლამდე იგეგმება და მიზანს ადმინისტრაციული სტრუქტურებისა და კანონმდებლობის შექმნაში უკრაინისა და მოლდოვის დახმარება წარმოადგენს.
მომავალში დანიის მხარდაჭერა დასავლეთ ბალკანეთის კანდიდატ ქვეყნებზეც გავრცელდება.
„ევროკავშირის წარმატებულ გაფართოებას ევროპის სტაბილურობისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. ეს ყველა ჩვენგანის უსაფრთხოებას აძლიერებს, როდესაც ევროკავშირის მეზობელი ქვეყნები თავიანთ ევროპულ ფესვებს ამაგრებენ და მიიწევენ მშვიდობის, სტაბილურობისა და კეთილდღეობის შესაძლებლობებისკენ, რომლებსაც ევროკავშირი წარმოადგენს“, – განაცხადა დანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ლარს ლოკე რასმუსენმა.
შეგახსენებთ, დღეს, ევროკავშირი სა და მოლდოვასთან გაწევრიანების მოლაპარაკებებს ოფიციალურად დაიწყებს.

ასევე დაგაინტერესებთ