გაასაჩივრებს თუ არა ომბუდსმენი რუსულ კანონს საკონსტიტუციოში? — იოსელიანის პასუხი

სახალხო დამცველმა ლევან იოსელიანმა დღეს, 25 ივნისს, პარლამენტში განაცხადა, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს აუცილებლად წარუდგენს საკუთარ პოზიციას რუსულ კანონთან დაკავშირებით, თუმცა ჯერ არ გადაუწყვეტიათ, სარჩელი იქნება ეს, თუ სასამართლოს მეგობრის მოსაზრების ფორმით.
ასე უპასუხა მან დამოუკიდებელი დეპუტატის, თეონა აქუბარდიას კითხვას, აპირებს თუ არა რუსული კანონის გასაჩივრებას საკონსტიტუციოში. დეპუტატის კითხვას რეპლიკით გამოეხმაურა პარლამენტის თავმჯდომარე, და მას სთხოვა, დაეკონკრეტებინა რომელს გულისხმობდა — საქართველოს თუ ს საკონსტიტუციო სასამართლოს.
„ჩვენ გვქონდა რამდენიმე შეხვედრა არასამთავრობო სექტორთან. ჩვენი ინფორმაციით, ისინი აპირებენ ამის [რუსული კანონის] გასაჩივრებას საკონსტიტუციო სასამართლოში. ჩვენ დაველოდებით სარჩელის შინაარსს, გადავხედავთ სარჩელს და ამის შემდეგ მივიღებთ გადაწყვეტულებას, რა ფორმით იქნება ჩვენი ინტერვენცია — ეს იქნება სასამართლოს მეგობრის მოსაზრება, რომელიც შეავსებს ამ პროცესს, თუ … თუ დავინახავთ, რომ არის ის პრობლემური საკითხები, რომლებიც ჩვენ მიგვაჩნია გამოტოვებულად, მაშინ შეიძლება ჩვენც წარვადგინოთ დამატებითი სარჩელი.
ყველა შემთხვევაში, ჩვენ ჩვენს მოსაზრებას საკონსტიტუციო სასამართლოს ამ განხილვის პერიოდში ან ერთი ფორმით, ან მეორე ფორმით წარვუდგენთ,“ — განაცხადა ლევან იოსელიანმა.
არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილი ამზადებს ერთობლივ სარჩელს რუსული კანონის საკონსტიტუციოში გასასაჩივრებლად. მათი მოთხოვნაა, შეჩერდეს რუსული კანონის მოქმედება საქართველოში. გარდა ამისა, სამოქალაქო სექტორი აპირებს საჩივრის გაგზავნას ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოშიც.
რუსული კანონი საკონსტიტუციოში შესაძლოა, პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმაც გაასაჩივროს. 1-ელ ივნისს იურისტმა მ თქვა, ჯერ უცნობია პრეზიდენტი დამოუკიდებელ სარჩელს წარადგენს, თუ შეუერთდება მედიასა და არასამთავრობოებს.
ცნობილია სახალხო დამცველის მოსაზრებაც. ის ეწინააღმდეგება კანონის იმ ფორმით მუშაობას, რა ფორმითაც მიიღო საპარლამენტო უმრავლესობამ. ლევან იოსელიანის თქმით, თუკი მიზანი არის საქართველოსთვის განკუთვნილი საგარეო დახმარების ნაკადების გამჭვირვალობისა და მიმღები ორგანიზაციების ანგარიშვალდებულების გაზრდა, აღნიშნული მიზნის მიღწევა შესაძლებელია განხორციელდეს წარმოდგენილ კანონპროექტში ან მოქმედ კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანის გზით

ასევე დაგაინტერესებთ