საქართველოს EU-ში გაწევრიანების პროცესი შეჩერებულია — ცაჰკნა

ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრ მარგუს ცაჰკნას შეფასებით, საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი შეჩერებულია.
ამის შესახებ ცაჰკნას ჟურნალისტებს ლუქსემბურგში, ზოგად საქმეთა საბჭოს (GAC) სხდომის დაწყებამდე განუცხადა. ს საგარეო საქმეთა მინისტრი მიესალმება სთან და მოლდოვასთან გაწევრიანების მოლაპარაკებებს, რომელიც დღეს ლუქსემბურგში დაგეგმილი მთავრობათაშორისი კონფერენციებით ოფიციალურად გაიხსნება. ასევე, შეაფასა ბლოკის საგარეო საქმეთა მინისტრების გუშინდელი შეხვედრის შედეგები.
„გუშინ კარგი დღე იყო, დღესაც. ერთადერთი, მე ძალიან ვღელავ საქართველოზე. იმიტომ რომ ქართველი ხალხის 80%-ზე მეტს სურს ევროკავშირში გაწევრიანება და მთავრობა სრულიად არასწორი მიმართულებით მიდის“, — თქვა მან.
მარგუს ცაჰკნამ თქვა, რომ ესტონეთი ტრადიციულად ევროკავშირის გაფართოების .
„ჩვენ ოფიციალურად ვიწყებთ გაწევრიანების მოლაპარაკებებს უკრაინასთან და მოლდოვასთან. ესტონეთისთვის ეს მართლაც ისტორიული დღეა. ჩვენ შევუერთდით ევროკავშირს 20 წლის წინ და გაფართოების პროცესი ჩვენთვის სტრატეგიული და ბუნებრივი ნაწილია ეგზისტენციალური საკითხის, რადგან არ შეიძლება, ევროკავშირის ირგვლივ რუხი ზონები ევროკავშირის გვქონდეს. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ვაგრძელებთ გაფართოების პროცესს დასავლეთის ბალკანეთის ქვეყნებთან.
მაგრამ სამწუხაროდ, საქართველო სხვა გზისკენ იხრება. გუშინ განვიხილეთ საქართველოს სიტუაციაც და მე, ერთი მხრივ, დამწუხრებული ვარ და მეორე მხრივ, არც ისე, რადგან ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ საქართველოს [გაწევრიანების] პროცესი შეჩერებულია. ასევე, იქნება გადაწყვეტილებები დაფინანსების [შეჩერების] შესახებ“, — მარგუს ცაჰკნა.
ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ასევე იმედოვნებს, რომ ევროკავშირი შეთანხმდება დიპლომატიური პასპორტების მქონე საქართველოს ოფიციალური პირებისთვის შენგენის ზონაში შესვლის შეზღუდვაზეც.
საქართველოში არსებული ვითარება განიხილეს გუშინ, 24 დეკემბერს ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებმა. ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ჯოზეფ ბორელმა შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ საქართველოს ხელისუფლებისთვის სანქციების დაწესებას ეწინააღმდეგება ერთი ქვეყანა, რომელიც არ დაასახელა, თუმცა თქვა, რომ ადვილად მისახვედრია (სავარაუდოდ უნგრეთი). თუმცა აღნიშნა, რომ 27 წევრი სახელმწიფოს ერთსულოვნება არ სჭირდება ისეთ გადაწყვეტილებებს, როგორიცაა საქართველოს მთავრობასთან პოლიტიკური კომუნიკაციის შემცირება, მთავრობის ფინანსურ მხარდაჭერის შემცირება და ევროპული სამშვიდობო ფონდიდან დაფინანსების გადახედვა.
„ეს, შესაძლოა, მოხდეს დაუყოვნებლივ. თუმცა, ჩვენ გავაგრძელებთ დაკვირვებას სიტუაციაზე და დამატებით ზომებს სიტუაციის გაუარესების შემთხვევაში მივიღებთ”, – თქვა ბორელმა.
ამავდროულად დღეს, ლუქსემბურგში გაიმართება პირველი მთავრობათაშორისი კონფერენციები ევროკავშირსა და უკრაინას და ევროკავშირსა და მოლდოვას შორის, რითაც ორი ქვეყნის გაწევრიანების მოლაპარაკებები ოფიციალურად გაიხსნება.