ჩინურმა კოსმოსურმა აპარატმა დედამიწაზე პირველად ჩამოიტანა გრუნტი მთვარის ბნელი მხრიდან

ჩინურმა უპილოტო კოსმოსურმა აპარატმა „ჩანიე-6-მა“ პირველად ისტორიაში დედამიწაზე ჩამოიტანა მთვარის გრუნტი, რომელიც აიღო დედამიწის ბუნებრივი თანამგზავრის ბნელ მხარეს.
ამის შესახებ იტყობინება ჩინეთის ეროვნული კოსმოსური უწყება(CNSA).
„ჩანიე-6-ს“ ორი კილოგრამი გრუნტის შესაგროვებლად ორი დღე ჰქონდა, სულ მისიას 53 დღეს დასჭირდა.
„ჩანიე-6“ უკვე მესამე უპილოტო აპარატია, რომელიც მთვარეზე წელს დაჯდა. მანამდე მთვარეს სტუმრობდნენ იაპონიის და -ის საფრენი მოწყობილობები.
ჩინეთს სურს, რომ 2030 წლისთვის კოსმოსური აპარატი ეკიპაჟის თანხლებით გაუშვას. ჩინეთის მთვარის პროგრამის პარტნიორია .
აშშ გეგმავს, რომ მთვარეზე ასტრონავტები უკვე 2026 წლისთვის გაგზავნოს. მთვარის უკანა მხარე დედამიწიდან არასოდეს ჩანს. მისი გრუნტი შესწავლილი არ არის.

ასევე დაგაინტერესებთ