წლების განმავლობაში ფემიციდი, გენდერული ნიშნით მოტივირებული ქალთა მკვლელობები ერთ-ერთ მწვავე პრობლემას წარმოადგენს ჩვენს ქვეყანაში. მაგალითად, რომ 2023 წელს 24 ქალის მკვლელობის და 27 ქალის მკვლელობის მცდელობის ფაქტი გამოვლინდა.
მინდა, ღრმა მწუხარება გამოვთქვა როგორც ამ ქალების მკვლელობასთან დაკავშირებით, ისე მიმდინარე წლის მაისის თვეში 4 ქალის მკვლელობასთან დაკავშირებით. ძალადობის ეს შემზარავი ფაქტები გვართმევ არა მხოლოდ შვილებს, დედებსა და დებს, არამედ ძირს უთხრის უსაფრთხოების პატივისცემისა და თანასწორობის ღირებულებებს, რომელთა დაცვაც ჩვენი მოვალეობაა.
თუ დავაჯამებთ ამ რიცხვებს, 2023 წელს ყოველ კვირას ერთ ქალს ან კლავდნენ ან მისი მკვლელობის მცდელობას ჰქონდა ადგილი.