ირაკლი ზარქუა – ბორელი საქართველოზე ამბობს, უნდა დავსაჯოთ ქვეყანაო, კითხვას რომ უსვამენ, კი მაგრამ, საფრანგეთმა რომ მიიღო ამაზე გაცილებით მკაცრიო, დუმს – ფოტიგა სად არის? ევროპარლამენტს მიღმა დარჩა – სად არის ჩემი ვიოლა? დარჩი მიღმა?

ბორელი საქართველოზე ამბობს, უნდა დავსაჯოთ ეს ქვეყანაო, თავისი სანქციებით და ა.შ. და იქვე კითხვას რომ უსვამენ, კი მაგრამ, საფრანგეთმა რომ მიიღო ამაზე გაცილებით მკაცრიო, მანდ დუმს. ასეთი უხერხულობა უამრავი შეექმნებათ მათ – ფოტიგა სად არის? მიღმა დარჩა. სად არის ჩემი ვიოლა? დარჩი მიღმა ქალბატონო ვიოლა ევროპარლამენტში? – ამის შესახებ “ქართული ოცნების” დეპუტატმა, მ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლება ქართველი ხალხის დაკვეთით მუშაობს.
“ბორელი საქართველოზე ამბობს, უნდა დავსაჯოთ ეს ქვეყანაო, თავისი სანქციებით და ა.შ. და იქვე კითხვას რომ უსვამენ, კი მაგრამ საფრანგეთმა რომ მიიღო ამაზე გაცილებით მკაცრიო, მანდ დუმს. ასეთი უხერხულობა უამრავი შეექმნებათ მათ. ფოტიგა გახსოვთ? როგორ გვემუქრებოდა, რომ თქვენ ევროპარლამენტს ვერ გაეკარებით, გამოუშვით სააკაშვილიო. ფოტიგა სად ადის? მიღმა დარჩა. სად არის ჩემი ვიოლა? მიტინგებს რომ გვიწყობდა ლეგიტიმურ ხელისუფლებას, სააკაშვილი გამოუშვით, თორემ ვერ ეღირსებოდით? დარჩი მიღმა ქალბატონო ვიოლა ევროპარლამენტში? შენმა ამომრჩეველმა გითხრა უარი, ისევე როგორც თქვენს პარტიას, იმიტომ რომ უსამართლობას და არაობიექტურობას თვითონ გერმანელი ხალხიც არ გაგიტარებთ, ისევე როგორც დანარჩენი ევროპელები.
ჩვენ ვმუშაობთ ქართული საზოგადოების დაკვეთით. ჩვენ ვიცავთ ქართულ ინტერესებს. ქართული ინტერესები რა არის? ომის არ დაშვება, ეკონომიკურ ზრდაზე აქცენტირების გაკეთება, თავისუფლების და სუვერენიტეტის უფრო განმტკიცება, სამართლიანი, ობიექტური ს ჩატარება. ჩვენ ამას დავიცავთ და ამის დამკვეთი არის ჩვენი საზოგადოება. მართლმადიდებლობა, ოჯახის სიწმინდე, ოჯახური ღირებულებების დაცვა – ჩვენ ამას გავაკეთებთ ვინც რაც არ უნდა თქვას, ვინც რაც არ უნდა ჩვენ დაგვასანქციროს, ან დაგვემუქროს. სააკაშვილი იქნება ის, სადაც არის, არაფერი უჭირს, იქ იქნება ჯანმრთელად და მოიხდის ბოლომდე სასჯელს. ევროინტეგრაციის მიმართულებით კიდევ მეტ კანონს მივიღებთ, რაც გვაქვს ჰარმონიზაციის ნაწილში. სამართლიან, ობიექტურ არჩევნებსაც ჩავატარებთ,” – განაცხადა ზარქუამ.

ასევე დაგაინტერესებთ

პაატა დავითაია – ლავროვის განცხადების მიმართ არა თუ მისალმება, არამედ დადებითი გამოხმაურებაც დანაშაულის ტოლფასია – რუსეთი კონფლიქტში მხარეა, ის აფხაზეთსა და ცხინვალს დამოუკიდებელ ქვეყნებად აღიარებს