ლოპოტა სპა რეზორტი ზაფხულის სეზონს სიახლეებით და სტუმრებისთვის თავგადასავლების კიდევ უფრო მრავალფეროვანი შესაძლებლობებით შეხვდა.
რეზორტზე ახალი აკვაპარკი Green Aqua გაიხსნა.
2000 კვ. მეტრზე მოწყობილ აკვაპარკს ერთდროულად 300-ზე მეტი სტუმრის მიღება შეუძლია.
Green Aqua აერთიანებს 9 სხვადასხვა ატრაქციას, როგორც უფროსებისთვის, ისე ბავშვებისთვის.
მას აქვს საკუთარი ბუნგალო და მოსასვენებელი სივრცეები – სადაც გაშენებულია ტყე ადგილობრივი ჯიშის ხე-მცენარეებით.
Green Aqua ერთ-ერთია ლოპოტას ზაფხულის სეზონის სიახლეებს შორის, ლოპოტა სპა რეზორტზე უკვე გაიხსნა პრემიალური კლასის ახალი, მე-16 სასტუმრო კორპუსი – 86 ნომრით, აუზით და საკონფერეცნიო სივრცეებით, ივლისში კი რეზორტზე ჯაზკლუბი გაიხსნება.
ლოპოტას 3 ახალი ობიექტის მშენებლობის პროექტი თიბისის და EBRD-ის მხარდაჭერით განხორციელდა.
(R)