ისრაელის უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით, ულტრაორთოდოქსმა მამაკაცებმა სამხედრო სამსახური უნდა გაიარონ

ისრაელის უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით, ულტრაორთოდოქსმა მამაკაცებმა სამხედრო სამსახური უნდა გაიარონ.
ს უზენაესმა სასამართლომ ერთხმად მიიღო გადაწყვეტილება, რომ ისრაელის მთავრობას ულტრაორთოდოქსი იეშივა სტუდენტების სავალდებულო სამხედრო სამსახურიდან გათავისუფლების არანაირი სამართლებრივი საფუძველი არ აქვს.
ცხრა მოსამართლისგან შემდგარმა ისრაელის უზენაესმა სასამართლომ დაადგინა, რომ ისეთი კანონის არარსებობის შემთხვევაში, რომელიც ებრაელ სემინარიის სტუდენტებსა და სხვა წვევამდელებს ერთმანეთისგან განასხვავებს, ისრაელის სავალდებულო სამხედრო სამსახურის სისტემა ულტრაორთოდოქსებზე ისევე ვრცელდება, როგორც ყველა სხვა მოქალაქეზე.
ისრაელში, შეთანხმებების თანახმად, ულტრაორთოდოქსი მამაკაცები სამხედრო სამსახურში გაწვევისგან თავისუფლდებოდნენ, რაც ებრაელი მამაკაცებისა და ქალების უმეტესობისთვის სავალდებულოა.

ასევე დაგაინტერესებთ