„ტოპლაინის“ ახალ პროექტში წინასწარი გაყიდვები დაიწყო – პირველი 5 მომხმარებელი განსაკუთრებულ შეთავაზებას მიიღებს

შეკვეთილში, „ტოპლაინის“ ახალ პროექტში წინასწარი გაყიდვები დაიწყო. საუბარია, რიგით მესამე, საცხოვრებლის ტიპის კომპლექსზე, რომელიც სრულად აკმაყოფილებს თანამედროვე მოთხოვნებს.
იქიდან გამომდინარე, რომ კომპანია იზიარებს შეკვეთილში არსებულ შეზღუდვებს და გარემოზე ზიანი შემცირების მიზნით, უარს ამბობს მაღალსართულიან მშენებლობებზე, ახალი პროექტი მხოლოდ 3-სართულიანია, თუმცა, 36 აპარტამენტითაა წარმოდგენილი.
ამასთან, ზღვასთან ახლოს, ფიჭვნარში მდებარე საცხოვრებლის პირველი სართულის ყველა ბინადარს, საკუთარი ეზო ექნება.
აპარტამენტები, რომლის ფართი 31.5 კვ.მ-იდან 60 კვ.მ.-მდე მერყეობს, მომხმარებლებს თეთრი კარკასის კონდიციით ჩაბარდება. ამასთან, უფრო დიდი კვადრატულობის მსურველის შემთხვევაში, შესაძლებელია ორი ან მეტი ბინის გაერთიანება.
რაც ყველაზე მთავარია, „ტოპლაინის“ ახალი პროექტის პირველი 5 მობინადრე განსაკუთრებული შეთავაზებით ისარგებლებს, რაც მათ ფინანსების დაზოგვაში დაეხმარება.
აღსანიშნავია, რომ აპარტამენტის შეძენა შესაძლებელია მათ შორის, დისტანციურადაც, შიდა ორწლიანი უპროცენტო განვადებით. რაც შეეხება პროექტის დასრულების ვადებს, კომპლექსი 2025 წლის დეკემბერში ჩაბარდება.
ცნობისთვის, კომპანია „ტოპლაინი“, რომელიც ქართულ ბაზარზე მაღალი სტანდარტებითა და ყველა სეგმენტზე გათვლილი პროექტების მშენებლობით გამოირჩევა, სასტუმროს ტიპის 2 საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობით, შეკვეთილში 7 მლნ ლარის ოდენობის ინვესტიცია უკვე განახორციელა. საუბარია, „ფიდელიოსა“ და „სისაიდზე“, რომელიც საკუთარი კონცეფციით რეგიონში სრულიად უნიკალური პროექტებია. ამასთან, ორიენტირებულია ქართველ მომხმარებლებზე და ბინებს მათთვის სრულიად მორგებული ფასითა და პირობებით სთავაზობს.
(R)

ასევე დაგაინტერესებთ

სახალხო დამცველი „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციათა რეესტრის” წარმოების, საფინანსო დეკლარაციის წარდგენისა და მონიტორინგის წესის“ შესახებ განცხადებას ავრცელებს

ადმინისტრაცია – სალომე ზურაბიშვილმა გერმანიის პრეზიდენტთან ისაუბრა ქვეყანაში შექმნილ წინასაარჩევნო გარემოზე, რომელიც ინსპირირებულია რუსეთისაგან – შტაინმაიერმა იმედი გამოთქვა, რომ საქართველოში პროევროპული ძალები გაიმარჯვებენ