საპარლამენტო უმრავლესობის წევრები სტრასბურგში კანადელ კოლეგებს შეხვდნენ

სტრასბურგში მიმდინარე ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საზაფხულო სესიის ფარგლებში, საქართველოს დელეგაციის უმრავლესობის წევრები კანადელ კოლეგებს შეხვდნენ, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.
მათივე ცნობით, შეხვედრაზე საქართველოსა და კანადაში მიღებული უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონები განიხილეს.
„ქართულმა მხარემ კანადელ კოლეგებს ინფორმაცია გაუზიარა ქვეყანაში პოლიტიკური და ეკონომიკური სიტუაციის და საპარლამენტო არჩევნებისთვის მზადების თაობაზე.
შეხვედრაზე გამოითქვა მოსაზრება, ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავების მიზნით, კანადამ საელჩო ან დროებითი რწმუნებულის წარმომადგენლობა გახსნას საქართველოში, რაზეც კანადელი დეპუტატებისგან მიღებულ იქნა საკითხის შესაბამის უწყებებთან განხილვის პირობა.
მხარეები შეთანხმდნენ აქტიურ კომუნიკაციაზე და შესაძლო გაცვლით ვიზიტებზე.
კანადური მხარის მხრიდან შეხვედრაში მონაწილეობდნენ სენატორი დევიდ ველსი, კანადა-საქართველოს მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი, დეპუტატი ლიან რუდი და დეპუტატი ჯემი შმეილი, ხოლო ქართული მხრიდან: პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე გივი მიქანაძე, კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ჩაკვეტაძე და დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ეკა სეფაშვილი“, – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.
Previous: პრემიერი უკრაინელ მოსწავლეებს შეხვდა

ასევე დაგაინტერესებთ

ჩვენი ევროპული გზა არის გზა ჩვენს აფხაზ და ოს თანამოქალაქეებთან ერთად. გზა, რომელიც შერიგებით იწყება. გზა, რომელიც მიჯნავს ძმობას და მტრობას, ომის სურვილს და ომის სინანულს, ომის დამნაშავეს და ომის მსხვერპლს

„ნაციონალური მოძრაობა“ მუდმივ საბოტაჟს უწყობს რუსთავის მოსახლეობას, ეს მაგალითი კარგად გვიჩვენებს, თუ რა კატასტროფა შეიძლება დატრიალდეს საქართველოში, შეუძლებელი რომ მოხდეს და ხელისუფლებაში დაბრუნდნენ