გერმანიაში ორბანის ესკორტი ავარიაში მოყვა, დაიღუპა პოლიციელი

გერმანიაში, უნგრეთის პრემიერმინისტრის ს ევროპის ჩემპიონატის მატჩიდან აეროპორტისკენ ესკორტირების დროს პოლიციის ერთი ოფიცერი დაიღუპა, მეორე კი მძიმედ დაშავდა.
ავარია ორშაბათს შტუტგარტში მოხდა, როდესაც 69 წლის მამაკაცი დაეჯახა მოტოციკლეტზე მჯდომ პოლიციის ოფიცერს მაშინ, როდესაც ესკორტი ორბანს აეროპორტისკენ აცილებდა. არსებული ინფორმაციით, მძღოლს არ ჰქონდა ინფორმაცია გზაჯვარედინის გადაკეტვის შესახებ და მოხვევის დროს პოლიციელის მოტოციკლეტს დაეჯახა.
შეჯახების შედეგად მოტოციკლეტზე მჯდომი 61 პოლიციის ოფიცერი საავადმყოფოში დაიღუპა, ხოლო კიდევ ერთი პოლიციელის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.