თინა ბოკუჩავა – ქართული ოპოზიციის ერთიანობის დეკლარაცია არის მნიშვნელოვანი განაცხადი ოპოზიციის ერთობის აუცილებლობაზე, ივანიშვილის პრორუსული ხელისუფლების დასამარცხებლად

ქართული ოპოზიციის ერთიანობის დეკლარაცია, რომელსაც „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ ხელი მოაწერა, ხუთ სხვა ოპოზიციურ პარტიასთან ერთად, არის მნიშვნელოვანი განაცხადი ოპოზიციის ერთობის აუცილებლობაზე, ივანიშვილის პრორუსული ხელისუფლების დასამარცხებლად, – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ განაცხადა.
მისი თქმით, ეს ოპოზიციური პარტიების მნიშვნელოვანი განაცხადია 26 ოქტომბრის არჩევნებზე „ქართული ოცნების“ დასამარცხებლად.
„ქართული ოპოზიციის ერთიანობის დეკლარაცია, რომელსაც „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ ხელი მოაწერა, ხუთ სხვა ოპოზიციურ პარტიასთან ერთად, არის მნიშვნელოვანი განაცხადი ოპოზიციის ერთობის აუცილებლობაზე, 26 ოქტომბრის არჩევნებზე, ივანიშვილის პრორუსული ხელისუფლების დასამარცხებლად, ქართული დემოკრატიის გადასარჩენად და საქართველოს სწრაფი ევროინტეგრაციის გზაზე დასაბრუნებლად“, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

ასევე დაგაინტერესებთ

სახალხო დამცველი „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციათა რეესტრის” წარმოების, საფინანსო დეკლარაციის წარდგენისა და მონიტორინგის წესის“ შესახებ განცხადებას ავრცელებს

ადმინისტრაცია – სალომე ზურაბიშვილმა გერმანიის პრეზიდენტთან ისაუბრა ქვეყანაში შექმნილ წინასაარჩევნო გარემოზე, რომელიც ინსპირირებულია რუსეთისაგან – შტაინმაიერმა იმედი გამოთქვა, რომ საქართველოში პროევროპული ძალები გაიმარჯვებენ