უნგრეთის პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის ესკორტი ავარიაში მოყვა. ამის შესახებ Bild-ი წერს.
უნგრეთის პრემიერი აეროპორტისკენ მიემართებოდა, როდესაც მისი ესკორტი პოლიციის ორ მოტოციკლეტს შეეჯახა. დაიღუპა ერთი სამართალდამცველი, ხოლო მეორის მდგომარეობა მძიმეა. უბედური შემთხვევა გერმანიის ქალაქ შტუტგარტში მოხდა.